რუსთავის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, 24 წლის კაცი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამის შესახებ “ინფო რუსთავი” წერს.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, გარდაცვლილს თან ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. კულტურისა და დასვენების პარკის დაცვამ, გარდაცვლილი დღეს დილით ნახა და პოლიციას შეატყობინა.
პარკის ტერიტორიაზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს.

