კატეგორია: სამართალი

ნინოწმინდაში ტყეში 33 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი ნახეს

ნინოწმინდის სოფელ დიდი ხანჩალის ტყეში 33 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი ნახეს. გვამი ადგილობრივებმა 6 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის თორმეთ საათზე იპოვნეს. მამაკაცი 1985 წელს არის დაბადებული. შსს–ს ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სამხრეთის კარიბჭე

შსს-მ ტაქსის მძღოლის ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ი., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ტაქსის მძღოლს – 1978 […]

ვანო ჩხარტიშვილის ახალი კორუფციულო სკანდალი

ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მედიის წარმომადგენლებს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აღნიშნულ საქმეში ჩხარტიშვილის კორუფციული საქმიანობა იკვეთება, რომელიც „ომეგას“ საქმეზე მეტად რეზონანსული შეიძლება აღმოჩნდეს. ყოფილი თავდაცვის მინისტრის თქმით, ის ჯერჯერობით მოკვლევის პროცესშია და მეტ დეტალზე ვერ საუბრობს. „ფოთს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ბატონ ჩხარტიშვილის ინტერესებთან დაკავშირებით თუ ვინმე ჩაატარებს ჟურნალისტურ გამოძიებას, […]

შსს-მ 24 წლის მანძილზე ძებნილი ვ.კ. ბორჯომში დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბორჯომში 24 წლის განმავლობაში ძებნილი 1970 წელს დაბადებული ვ.კ. დააკავეს. როგორც შს სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული პირი 1994 წლიდან ძარცვის, ყაჩაღობისა და საპატიმრო დაწესებულებიდან გაქცევისთვის იძებნებოდა. „ვ.კ.-ს 1994 წლის 6 ივლისს, პროკურორის სანქციით, აღკვეთის ღონისძიების სახით 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. იმავე წლის 16 […]

საბურთალოზე 19 წლის ბიჭი ყელისა და თავის არეში დაჭრეს

სისხლიანი დაპირისპირება „დრიმთაუნში“ – გუშინ ღამით, საცხოვრებელი კორპუსის დაცვის თანამშრომელი ცივი იარღით დაჭრეს, 19 წლის ბიჭი სამი ჭრილობით, ყელის და თავის არეში გვიან რამით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. თვითმხილველების განცხადებით, დაჭრის ფატს წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება დაცვის ტანამშრომელსა და ადგილობრივ მაცხოვრებელს შორის. დაჭრის ფაქტი კი მას შემდეგ მხოდა, რაც დაზარალებულმა თავდამსხმელს […]

დუშეთში 23 წლის კაცმა 76 წლის პენსიონერს 9.000 ლარი წაართვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დუშეთში, სოფელ ხორხში  23 წლის კაცი 76 წლის მოხუცის საცხოვრებელ სახლს ყაჩაღურად თავს დაესხა, რის შემდეგაც სახლის მეპატრონეს სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით 9.000 ლარი გასტაცა. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იმედინიუსი

თბილისში ძარცვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, 2000 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ო.მ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს, 2001 წელს დაბადებული თ.ხ. კი ამავე დანაშაულში ამხილეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ორ მოქალაქეს მოპედები […]

“ბოდიშით ამ მძიმე კადრისთვის… არ ყოფილა ჩემი მეგობრის ბრალი, ხალხო..” – ბათუმის საზარელი ავარიის კადრები ფეისბუქში გავრცელდა

დიანა დიასამიძემ ფეისბუქში დადო პოსტი, რომელიც ბათუმში მომხდარ საზარელ ავარიას ეხება და ვიდეოც გამოაქვეყნა: “ბოდიშით ამ მძიმე კადრისთვის.. ამას თქვენთვის ვდებ, ვინც ზის და ჭორაობს ახალგაზრდები არიან და მათი ბრალი იქნებოდაო.. არ ყოფილა ჩემი მეგობრის ბრალი ხალხო.. ნათლად ჩანს ვინ და რა არის დამნაშავე აქ. მოეშვით ჭორაობას! მოეშვით უსაქმურად ყოფნას! პატივი ეცით გარდაცვლილებს და ნუ […]

ზაზა ხატიაშვილი – “ვანო ჩხარტიშვილის ჩანაწერში 7 სხვადასხვა საუბარია გაერთიანებული და გაკეთებულია 6 მონტაჟი”

“ახალი თაობის” კითხვებს ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი პასუხობს. – ბატონო ზაზა, თქვენ ვანო ჩხარტიშვილის ინტერესებს იცავთ. თქვენ ხელთ გაქვთ ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის პასუხი, რომლის საფუძველზე ამბობთ, რომ ვანო ჩხარტიშვილის ჩანაწერები დამონტაჟებულია. რას უპასუხებთ ბრალდებას, ზაზა ხატიაშვილი “ოცნების” მხარეს გადავიდაო? – ამ ქვეყანაში ასეთი უტვინო ადამიანები რომ არიან, რომ ადვოკატს თავისი საქმის გამო ცილს წამებენ, ამიტომაა […]

პაატა ბურჭულაძის მეუღლე ანგელინა ვასილენკო სასამართლოში არ მივიდა და საქართველოდან წავიდა – ”8 ოქტომბერს ჩამოვალ”

პაატა ბურჭულაძის მეუღლემ, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზეა დაბარებული, საქართველო დატოვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანგელა ვასილენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსად გარბის და 8 ოქტომბერს საქართველოში დაბრუნდება. „​არსად გავრბივარ, 8 ოქტომბერს დავბრუნდები. უკან დასაბრუნებელი ბილეთი მაქვს, პროკურატურას ყველაფერი ვუთხარი. ჩამოვალ 8 ოქტომბერს და მინდა საგამოძიებო უწყების ყველა კითხვას პასუხი გავცე”,- განაცხადა ბურჭულაძის მეუღლემ. პაატა ბურჭულაძის […]