პაატა ბურჭულაძის მეუღლე ანგელინა ვასილენკო სასამართლოში არ მივიდა და საქართველოდან წავიდა – ”8 ოქტომბერს ჩამოვალ”

პაატა ბურჭულაძის მეუღლე ანგელინა ვასილენკო სასამართლოში არ მივიდა და საქართველოდან წავიდა - ”8 ოქტომბერს ჩამოვალ”პაატა ბურჭულაძის მეუღლემ, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზეა დაბარებული, საქართველო დატოვა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანგელა ვასილენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსად გარბის და 8 ოქტომბერს საქართველოში დაბრუნდება.

„​არსად გავრბივარ, 8 ოქტომბერს დავბრუნდები. უკან დასაბრუნებელი ბილეთი მაქვს, პროკურატურას ყველაფერი ვუთხარი. ჩამოვალ 8 ოქტომბერს და მინდა საგამოძიებო უწყების ყველა კითხვას პასუხი გავცე”,- განაცხადა ბურჭულაძის მეუღლემ.

პაატა ბურჭულაძის ოჯახი და ადვოკატები პროკურატურას ზეწოლაში ადანაშაულებენ. მთავარმა საგამოძიებო უწყებამ ბურჭულაძის მეუღლე დაკითხვაზე მას შემდეგ დაიბარა, რაც მსოფლიო ბანმა ტელეეთერებში ბიძინა ივანიშვილი მწვავედ გააკრიტიკა და საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარდაჭერა ოპოზიციას გამოუცხადა.

„მოქალაქე ანგელა ვასილენკო გამოთქვამდა მზადყოფნასა 2018 წლის მარტის თვიდან რომ მოსულიყო ჩვენების მისაცემად თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა ეს აქამდე საჭიროდ არ ჩაუთვლია გამოძიებას გუშინ მოულოდნელად გამოიძახეს. ანგელა ვასილენკომ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ 8 ოქტომბერს კანონით დადგენილი წესით მოვალ და მივცემ ჩვენებას. ამის მიუხედავად მაინც დაიბარეს, თუ რატომ ასეთი ფორსმაჟორული წესით გაუგებარია. საქმე მიმდინარეობს რა თქმა უნდა, ფონდ “იავნანასთან” დაკავშირებით, როგორც იცით მითვისება გაფლანგვის მუხლით. ერთადერთი კითხვა შეიძლება ანგელა ვასილენკოს ვინმემ დაუსვას – რატომ გააკეთე ამდენი კარგი იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ფონდი ეხმარებოდა,“-ამბობს ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე.

ნიუპოსტი