კატეგორია: სამართალი

ქმარმა ცოლს მობილური თავში ჩაარტყა, დედამთილმა კი აკვნის ჯოხით სცემა – რა მოხდა ხელვაჩაურში

რძლის ცემისთვის ხელვაჩაურში მცხოვრები მ.ფ. 600 ლარით დააჯარიმეს. ამავე საქმეში ცოლის ცემისთვის და თავში მობილური ტელეფონის ორჯერ ჩარტყმისთვის დ.დ.-ს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. დედა-შვილის მიერ ქალის ცემის საქმე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე დავით გელაშვილმა განიხილა. „თავს დამნაშავედ არ ვცნობ, მე თავს დამესხნენ და თავს ვიცავდი ჯოხით,“ – უთხრა მოსამართლეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დედამთილმა. სასამართლოს მხარეებმა […]

ლევან აღდგომელაშვილი – „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებული ფარული ჩანაწერები ავთენტიკურია”

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებული ფარული ჩანაწერები ავთენტიკურია. კომპანიის წარმომადგენლებმა ჩანაწერებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვეს, რომელიც „ომეგას“ დაკვეთით ერთ-ერთმა წამყვანმა ბრიტანულმა ბიურომ ჩაატარა. ლევან აღდგომელაშვილის განცხადებით, ექსპერტიზა ჩატარდა ორ ჩანაწერზე. პირველი არის “თბილისის თამბაქოს” მეწილის ირაკლი ჩუბინიშვილისა და “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის საუბარი, სადაც ირაკლი ჩუბინიშვილი ჰყვება ადგილობრივი და შემოტანილი სიგარეტის თითო რეალიზებული კოლოფიდან პარტიისთვის […]

ვანო ჩხარტიშვილი “რუსთავი 2”-ის და “იბერიას” წინააღმდეგ – ბიზნესმენი ლონდონის სასამართლოს მიმართავს

ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია “იბერიას” და “რუსთავი2”-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს. როგორც ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, “რუსთავი2”-ის და “იბერიას” ეთერში გასულმა აუდიო ჩანაწერებმა, რომელიც “ომეგა ჯგუფის” სკანდალურ საქმეს ეხებოდა, შელახა ვანო ჩხარტიშვილის პატივი და ღირსება.” “კიდევ ერთი ბრიტანული საექსპერტო კომპანიის დასკვნის მიხედვით, „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ვანო ჩხარტიშვილის აუდიოჩანაწერი დამონტაჟებულია”- თქვა ადვოკატმა, თუმცა დასკვნაში ექსპერტი განმარტავს, რომ […]

აუდიტის სამსახური ექიმების მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის ფულის გადარიცხვაზე მოკვლევას იწყებს

ექიმების მიერ სალომე ზურაბიშვილის დაფინანსების მოკვლევას აუდიტის სამსახური იწყებს. იგეგმება ჩაჩავას და ღუდუშაურის კლინიკების ექიმების გამოკითხვა. პარალელურად აუდიტორები სასამართლოს შემომწირველების საბანკო გადარიცხვებისა და შემოსავლების დაინტერესების თხოვნით მიმართავენ. სამოქალაქო სექტორმა ექიმების მიერ გადარიცხული 200 ათასი ლარის წარმომავლობის გარკვევა აუდიტორებისგან მას შემდეგ მოითხოვა, რაც ჩაჩავას კლინიკის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კინტრაიამ 20 ათასი ლარის გადარიცხვის შემდეგ, „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი […]

რუსთავში მამამ ქალიშვილს უკბინა

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე საპატრულო და კრიმინალური პოლიცია იყო მობილიზებული. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ადგილზე პატრული 20 წლის გოგონამ გამოიძახა, რომელიც აცხადებდაm რომ მასზე 55 წლის მამამ იძალადა. გავცელებული ინფორმაციით მამა-შვილს შორის საუბარი კამათში გადაიზარდა რა დროსაც მამამ შვილს ხელზე უკბინა. 20 წლის გოგონა პოლიციამ უკვე გამოკითხა. შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს რომ – “ფაქტზე გამოძიება 126 პრიმა […]

სოსო ბარათაშვილი – ”პაატა ბურჭულაძის მეუღლეზე საქმე არის შეკერილი”

საქმე არის შეკერილი და პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანგელა ვასილენკოს ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა საქალაქო სასამართლოში ვასილენკოს გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პაატა ბურჭულაძის და მისი მეუღლის მიმართ გადადგმული ნაბიჯები კონკრეტული პირის ინტერესებს ემსახურება. თუმცა, ადვოკატს არ დაუკონკრეტებია თუ ვის გულისხმობდა. სოსო ბარათაშვილმა ასევე ისაუბრა იმ საკითხებზე, რითაც […]

ვახტანგ ბუცხრიკიძე – როგორ გაიტანეს თიბისი ბანკიდან 4 მილიონი ლარი

საქმე გვაქვს სიცრუეზე დაფუძნებულ ბრალდებებთან. ტრანზაქციები შესრულებულია საქართველოს კანონმდებლობის და საბანკო პროცედურების სრული დაცვით, – ამის შესახებ “თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა. მისი ინფორმაციით, თანხის ჩარიცხვა განხორციელდა შვეიცარიიდან 20 აპრილს, ხოლო კომპანიის დირექტორის მიერ თანხის გატანა მოხდა 22 აპრილს. “ბოლო პერიოდის განმავლობაში უსამართლო ბრალდებები ხშირად გაისმის […]

“ოთარ ფარცხალაძეს სოსო დოლიძისგან არ უყიდია სახლი” – ყოფილი მთავარი პროკურორი მზადაა, დაკითხვაზე მივიდეს

ყოფილი მთავარი პროკურორი, რომლის სახელს არაერთი გახმაურებეული და სკანდალური საქმე უკავშირდება დუმილის დარღვევას აპირებს. ფარცხალაძე ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ “ომეგა ჯგუფის” საქმესთან შეხება და გადაკვეთის წერტილი არ ჰქონია. ოთარ ფარცხალაძე გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს და მზადაა დაკითხვაზე მივიდეს. ყოფილი პროკურორის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოებას მიაწვდიან დეტალურ […]

“მოქალაქე ითხოვდა, სახლში მივალ, წამალს დავლევ და გამოვალო, რაზეც პატრულმა უარი უთხრა… ადამიანი ცუდად გახდა და გარდაიცვალა ადგილზე” – რა მოხდა ბათუმში

7 ოქტომბერს ბათუმში ახალსოფლისკენ მიმავალი ავტომანქანა საპატრულო პოლიციამ გააჩერა გადასამოწმებლად. მოსახლეობის თქმით, მძღოლმა საპატრულოს თანამშრომლებს სთხოვა, გაეშვათ, რომ სახლში მისულიყო და წამალი დაელია, რაზეც მას უარი უთხრეს და მოკლე ხანში მოქალაქე გარდაიცვალა. მოსახლეობა მომხდარზე პასუხისმგებლობას საპატრულოს ეკიპაჟს აკისრებს. ახალსოფლის ხიდთან მოსახლეობამ მაგისტრალი გადაკეტა. ისინი საპატრულო პოლიციის მოქმედებას აპროტესტებდნენ. “სახლში ბრუნდებოდა ახალგაზრდა კაცი ავტომანქანით და პატრულმა გააჩერა […]

ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი ჯუმბერ იზორია გადადგა

ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გადადგა. ჯუმბერ იზორიამ პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. “კურიერთან” საუბრის დროს იზორია ადასტურებს, რომ მისი გადადგომა 29 სექტემბრის ”შაბათის კურიერში” გასულ რეპორტაჟს უკავშირდება. სწორედ პოლიციის უკვე ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახიდან იყიდებოდა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოტანილი კონტრაბანდული სიგარეტი და საწვავი. თამბაქოს რეალიზაცია “კურიერმა” ფარული კამერით გადაიღო, რის გამოც იზორიას ოჯახმა გადამღებ ჯგუფს კამერა დაამტვრია […]