თავდაცვის სამინისტრო უპრეცედენტო სკანდალში ეხვევა. საქართველოს შეირაღებული ძალებიდან ტყვია-წამალს უკანონოდ ყიდდნენ. დაკავებულია შეირაღებული ძალების 3 სამხედრო, თუმცა მინისტრის ლევან იზორიას ბრძანებით, ამბავი დამალეს. “კურიერის” ინფორმაციით, იარაღით უკანონოდ ვაჭრობა თავდაცვის სამინისტროში ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა, თუმცა შიდა კონტროლის სამსახურმა ფაქტი ვერ გამოავლინა. სპეცოპერაცია სამხედროების დასაკავებლად თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ თვენახევრის წინ ჩაატარა, თუმცა მინისტრის ბრძანებით ამბავი […]
კატეგორია: სამართალი
სამხედრო პოლიციამ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები დააკავა
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ სამი პირი დააკავა, – ამის შესახებ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ბაზერაშვილმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღდმდეგო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, […]
ზაზა ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთში უჩივლებს
ზაზა ოქუაშვილი ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთში უჩივლებს. ამის შესახებ ოქუაშვილმა “რუსთავი2”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ბიზნესმენის თქმით, მზად არის ფრანგ სამართალდამცველებს მიაწოდოს მის ხელთ არსებული ყველა მასალა და ბიძინა ივანიშვილმა, როგორც საფრანგეთის მოქალაქემ, იქაური კანონმდებლოთ აგოს პასუხი. ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილი აუდიო ან ვიდეო მასალა, ოქუაშვილი კონკრეტიკისგან თავს იკავებს. “ახლა გადავწყვიტეთ, რომ […]
ლევან ყიფიანი – ”ფარული ჩანაწერების გაკეთება ზაზა ოქუაშვილმა დამავალა… ფარცხალაძესთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს… სარდაფში არაფერი არ მომხდარა”
„ომეგა ჯგუფის“ საქმეში გარეულმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ლევან ყიფიანი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვის შემდეგ სკანდალური განცხადება გააკეთა და „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელი ზაზა ოქუაშვილი მაკომპრომეტირებელი ჩანაწერების გაკეთებაში დაადანაშაულა. „მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას და ჩემს ოჯახს იმ ვითარების გამო, რაც შეიქმნა ჩემს გარშემო. მე ამ კომპანიაში ვმუშაობდი 2015 წლიდან ჩემი მოვალეობა იყო, დამემყარებინა კონტაქტი ხელისუფლებასთან. ჩვენ ერთობლივი გეგმა გაგვაჩნდა, […]
ხაშურის სასამართლოში პატიმარმა ბადრაგს იარაღი წაართვა და მათი მძევლად აყვანა სცადა
ზაზა ოქუაშვილი – ”ირაკლი კობახიძის განცხადებები პირდაპირი მითითებაა ჩემ დასაპატიმრებლად” – ომეგას დამფუძნებელი საქართველოში არ ჩამოვა
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი 4 ოქტომბერს პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარა. ზაზა ოქუაშვილი საგამოძიებო უწყების მოთხოვნას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. მასში ნათქვამია: „არსებობს აშკარა საფრთხე იმისა, რომ ჩემი საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში გამოძიება წარიმართება არაობიექტურად და მიკერძოებულად და მოკლებული ვიქნები შესაძლებლობას, სრულყოფილად დავიცვა ჩემი ინტერესები. ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უშუალოდ იქცა „ომეგა ჯგუფის“ […]
”სვეტის” დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და დირექტორი თორნიკე ჯანელიძე დააკავეს – გამოძიება მათ 3 მილიონ ლარზე მეტის მითვისებას ედავება
დღეს დააკავეს “სვეტის” დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და კომპანიის დირექტორი თორნიკე ჯანელიძე. “ქრონიკა პლუსის” რედაქტორმა, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ ამის შესახებ ფეისბუქში ასეთი რამ დაწერა: “სვეტის”დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე დაკავებულია! იმედია, გამოძიებასთან ითანამშრომლებს და ყველა იმ პირს დაასახელებს, სუსის მაღალჩინოსნების ჩათვლით, რომელიც “ქრონიკა+”-ში გუშინ გამოქვეყნებულ წერილშია ნახსენები !” გივი ჯიბლაძის დაკავებას წინ უძღოდა ელისო კილაძის მიერ გამოქვეყნებული სკანდალური ხელნაწერი, […]
შალვა ხაჭაპურიძე – ”ლევან ყიფიანი ფარცხალაძესთან მეგობრობდა, სარდაფის ეპიზოდზე განცხადებას თავად გააკეთებს”
ლევან ყიფიანი სასამართლოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს, რომელიც აბსოლუტურად ახალ გარემოებებს შეიტანს ხსენებულ ჩანაწერებში, საქმეში“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა. ხაჭაპურიძე უკვე საქალაქო სასამართლოშია, სადაც ცოტა ხანში, მოსამართლის თანდასწრებით, „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ლევან ყიფიანის დაკითხვა უნდა დაიწყოს. „საქმეზე საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ […]
პაატა ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში დაიბარეს
მთავარ პროკურატურაში ფონდ „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის, პაატა ბურჭულაძის მეუღლე გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც “ნიუპოსტს” პროკურატურიდან აცნობეს, ბურჭულაძის მეუღლე საგამოძიებო ორგანოში დღეს, 17:00 საათზე უნდა გამოცხადდეს. უწყების ცნობით, “საქმე ეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდ იავნანა“-ს დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს. მიმდინარე გამოძების […]
სამშენებლო კომპანია “სვეტის” დირექტორი გივი ჯიბლაძე დააკავეს
სამშენებლო კომპანია “სვეტის” დირექტორი გივი ჯიბლაძე დააკავეს. ის თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე სახლში აიყვანეს. დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივნისში აღმაშენებლის ხეივანსა და სოფელ წეროვანთან სპეცოპერაციები ჩატარდა, რომლებიც კომპანია “სვეტის” დამფუძნებლის, გივი ჯიბლაძის გატაცებას უკავშირდებოდა. მაშინ ჯიბლაძე აცხადებდა, რომ ის სახლიდან გამოსვლის დროს გაიტაცეს. ბიზნესმენის თქმით, ოთხმა გამტაცებელმა თავზე ტომარა ჩამოაცვა და ერთ-ერთ ავტოსადგომზე გადაიყვანა. გამტაცებლები ბიზნესმენს იარაღის […]










