დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც ზაფხულში უბნის ბავშვებს კორპუსის ეზოში საცურაო აუზი დაუდგა, გარდაცვლილი იპოვეს. მას მეუღლე და ოთხი შვილი დარჩა. დიმიტრი ტატიშვილის ცხედარი საკუთარ სახლში იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს.
როგორც “პრაიმტაიმს” ოჯახის ახლობელმა უთხრა, გარდაცვლილმა თვითდაზიანება დანით გულში მიიყენა, ცხედარი კი სახლში მისმა ძმამ იპოვა.
“გულში ჩაურტყამს დანა. ძალიან დათრგუნულები ვართ. ვერც ვიფიქრებდით მსგავს რამეს. ფინანსური პრობლემები ჰქონდა, თუმცა სერიოზული არაფერი. ბოლო თვეებში ამბობდა დეპრესია მაქვსო, გადავიღალე ამდენი უსამართლობითო”, – აცხადებს დიმიტრი ტატიშვილის ახლობელი.
როგორც ”პრაიმტაიმს” შსს-ში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა (თვითმკვლელობამდე მიყვანა).

