საზარელი დანაშაული თბილისში – 13 წლის გერის გაუპატიურების ბრალდებით 51 წლის მამაკაცი დააკავეს

საზარელი დანაშაული თბილისში - 13 წლის გერის გაუპატიურების ბრალდებით 51 წლის მამაკაცი დააკავესთბილისში საზარელი დანაშაული მოხდა. არსებული ინფორმაციით, 51 წლის მამაკაცმა 13 წლის გერი გააუპატიურა.

ბრალდებული ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

შუახნის მამაკაცი, მოზარდის ბებიის განცხადების საფუძველზე, 27 აგვისტოს დააკავეს.

ქალბატონის მტკიცებით, ბავშვზე სექსუალური ძალადობა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ხდებოდა.

შსს-ს ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.