კატეგორია: სამართალი

შანაი ბრუკის მკვლელს, რაფაელ მურსაკულოვს, 20 წელი მიესაჯა

შანაი ბრუკის მკვლელს, რაფაელ მურსაკულოვს, 20 წელი მიესაჯა

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკი ედვარდსის მკვლელობაში რაფაელ მურსაკულოვი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, რაფაელ მურსაკულოვს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე პოზიცია დააფიქსირა მოკლულის ძმამ, ტაისონ ედვარდსმა, რომელიც განაჩენისთვის ლონდონიდან ჩამოფრინდა. მან ვრცლად ისაუბრა დის შესახებ და აღნიშნა, რომ ოჯახი სასამართლოსგან ბრალდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის მისჯას ითხოვდა. საბოლოო სიტყვით […]

ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 22 მარტს გამოიტანს

პროკურორების შეურაცხყოფის გამო ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება თვის ბოლომდე გამოცხადდება. დასკვნითი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა ის 22 მარტამდე გადაიდო. არასამთაავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ე.წ. რუსთავი ორის გაკოტრების საქმეში თავიდანვე ჩართულები არიან, ამბობენ რომ მათ მხოლოდ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვთ. ცნობისთვის, ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო […]

რუსთავში მამაკაცი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულის მოპარვას აპირებდა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

რუსთავში მამაკაცი დააკავეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, კოსტავას გამზირზე, 40 წლამდე მამაკაცმა საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულის მოპარვა განიზრახა. გარკვეული მიზეზების გამო მამაკაცმა აპარატიდან თანხის წაღება ვერ მოახერხა, თუმცა მოიპარა ქაღალდის კუპიურების ჩასარიცხი მოწყობილობა _ მას ეგონა, რომ მოწყობილობაში გარკვეულ თანხა იქნებოდა. არსებული ინფორმაციით მამაკაცი მალევე დააკავეს. ნივთმტკიცებად კი ფეიბოქსის მოწყობილობა ამოიღეს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის […]

კარდენახში 35 წლის ვალერი სიბაშვილი მოკლეს – მას მანქანით გადაუარეს

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში 35 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს. შელაპარაკება 8 მარტს გვიან ღამით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მოკლულ ვალერი სიბაშვილს დაზიანებები გულ-მკერდის, თავისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული. ადგილობრივებმა “მთავარ არხს” აცნობეს, რომ კაცს გურჯაანში მცხოვრებმა პირებმა ავტომობილით გადაუარეს. „ერთად ქეიფობდნენ, ახალგაზრდების ჯგუფი იყო. როგორც ვიცი, დიდი არაფერი მიზეზი ყოფილა, ნასვამები იყვნენ. იჩხუბეს, ერთმანეთს სცემეს. გარდაცვლილმაც […]

თბილისში ნიკოლაძეზე ტაქსიში ორმა პირმა ერთმანეთი დაჭრა

თბილისში ნიკოლაძეზე ტაქსიში ორმა პირმა ერთმანეთი დაჭრა

თბილისში, იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე, 8 მარტს გვიან ღამით მომხდარი დაპირისპირებისას 2 ადამიანი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ მათგანს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული, მეორეს კი ცივი იარაღით. ადგილობრივების მტკიცებით, შემთხვევა ტაქსიში მსხდომ ადამიანებს შორის მოხდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. მომხდარზე გამოძიება 19 – 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის […]

გიგი უგულავა აეროპორტის ინციდენტში სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

გიგი უგულავა აეროპორტის ინციდენტში სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ოპოზიციონერი ლიდერი, ბრალდებული გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლომ აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიგი უგულავა ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში იქნა უდანაშაულოდ ცნობილი. კოჭლამაზაშვილის განმარტებით, ორივე მხარემ ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის დაწყების ეტაპზე, ეს გონივრულია, რადგან ძალადობის საკითხში კონფლიქტის დაწყებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა დადგინდეს, კონკრეტული პირი თავდასხმის პოზიციაში იყო თუ […]

მთავრობის კანცელარიასთან შოთა დიღმელაშვილი დააკავეს

მთავრობის კანცელარიასთან შოთა დიღმელაშვილი დააკავეს

მთავრობის კანცელარიასთან სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა „სირცხვილია“ Facebook-ში ავრცელებს. როგორ დიღმელაშვილი დაკავებამდე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, მას მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ერთკაციანი აქცია ჰქონდა და შენობას კვერცხები ესროლა. შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, რომ პროტესტის აღნიშნული ფორმით გუშინ, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე სამოქალაქო აქტივისტების დაკავება გააპროტესტა. იპნ

ხულოში “ალტ ინფოს” ოფისი დაატოვებინეს

ხულოში "ალტ ინფოს" ოფისი დაატოვებინეს

„ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებულ პარტიას „კონსერვატიული მოძრაობა“ ხულოში პარტიის ოფისი დაატოვებინეს. როგორც ხულოს მცხოვრებლები სოციალურ ქსელებში წერდნენ, პარტიამ ოფისი 7 მარტს გახსნა, თუმცა პარტიის წარმომადგენლებს ფართობის მესაკუთრე დაუკავშირდა და ოფისის დაცლა მოსთხოვა. „თავიდან არ ვიცოდი, ვინ ქირაობდა ფართობს, მაგრამ შემდეგ გავიგე, ვინც იყვნენ და მოვთხოვე ოფისის დაცლა“ – თქვა ფართობის მესაკუთრემ, დათო სოლომონიძემ. დათო სოლომონიძე ამბობს, რომ მისთვის […]

ქეთა ციტაიშვილი – “მამაჩემს ყოფილი თანამშრომლის ძმამ 7ტყვია ესროლა”

ქეთა ციტაიშვილი - "მამაჩემს ყოფილი თანამშრომლის ძმამ 7ტყვია ესროლა"

“ფეისბუქ-კომენტარის გამო, გუშინ საღამოს, მამაჩემს სახლში შეუვარდა, ყოფილი თანამშრომლის ძმა, იარაღით, 7 ტყვია ისროლა… ახლა გამოძიება მიმდინარეობს, განზრახ მკვლელობის მუხლით”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქეთა ციტაიშვილი წერს. “მეგობრებო, გუშინ მე და ჩემი ოჯახში, რაღაც, მძაფრსიუჟეტიან თრილერში მოვხვდით. დეტალურად უნდა მოგიყვეთ ყველაფერი, რომ ქოცების სახე კიდევ უფრო კარგად დაინახოთ. ჩემი ოჯახის ოპოზიციური განწყობა ყველამ იცით… […]

ზესტაფონში კომისარიატის კედელი ჩამოიშალა – 1 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

უბედური შემთხვევა ზესტაფონში. არსებული ინფორმაციით, კომისარიატის ყოფილი შენობის დემონტაჟის დროს კედელი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა დაიღუპა და ორი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. პრაიმ ტაიმი