სისხლიანი გარჩევა თბილისში – ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს დიდუბეში, გოგოლაურის ქუჩაზე გუშინ შუადღისას დაუპირისპირდა. გარჩევის შედეგად, 4 პირი დაიჭრა, აქედან 3 ძმაა. ერთ-ერთი დაჭრილი ალადაშვილის კლინიკაში მკურნალობს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმის თქმით, ის მუცლის არეშია დაჭრილი. დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. ირკვევა, რომ კონფლიქტი მხარეებს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო. დაპირისპირების დროს ცივი იარაღი გამოიყენეს. […]
კატეგორია: სამართალი
პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 4 პირი დააკავეს
სამართალდამცავებმა პროსტიტუციისათვის ფართის გადაცემისთვის 4 პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულები გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად ხელს უწყობდნენ პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს და უზრუნველყოფდნენ მათ ტრანსპორტით გადაადგილებას სექსუალური მომსახურეობის მიღების მსურველ კლიენტებთან. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, […]
პოლიციამ იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის 12 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში, თბილისსა და რეგიონებში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტები აღკვეთეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, კახეთის პოლიციის […]
სამეგრელოში მამინაცვალმა გერი გააუპატიურა
არასრულწლოვნის გაუპატიურების სავარაუდო შემთხვევა სამეგრელოში – უმძიმეს დანაშაულში არასრულწლოვანი გოგონას მამინაცვალია ეჭვმიტანილი. არსებული ინფორმაციით, ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა, რის შემდეგაც მამაკაცი ოკუპირებულ აფხაზეთში გაიქცა. არსებული ინფორმაციით, მომხდარს ოჯახი მალავდა და მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სავარაუდო მოძალადემ თავი ოკუპირებულ ტერიტორიას შეაფარა. მომხდარზე მოკვლევა დაწყებულია. სამართალდამცველები ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. მთავარი
ჰააგის სასამართლოს პროკურორმა აგვისტოს ომზე მინძაევის, გუჩმაზოვის და სანაკოევის დაკავების ორდერი გასცა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა, კარიმ ხანმა აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერისთვის განაცხადი შეიტანა. კარიმ ხანის განცხადებით, აღნიშნული პირები არიან : გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, რომელიც 2005-2008 წლებში „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ადმინისტრაციის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იყო; გამლეტ გუჩმაზოვი, რომელიც აგვისტოს ომის დროს „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ წინასწარი დაკავების დაწესებულების […]
მარიამ გეგუჩაძეზე საქმე აღიძრა – „მარიამ, გილოცავ, შვილო. ახლა უკვე ნამდვილი აქტივისტი ხარ“
კანცელარიასთან „სირცხვილიას” აქტივისტების დაკავებიდან 2 დღის შემდეგ, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით საქმე აღიძრა ჩვენს კიდევ ერთ აქტივისტზე, მარიამ გეგუჩაძეზე. შეიძლება ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაზე დაყრდნობით, მოძრაობის 80% ხულიგანია და რეგულარულად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. „მარიამ, გილოცავ შვილო. ახლა უკვე ნამდვილი აქტივისტი ხარ“ – სოციალურ ქსელში ნანუკა ჟოჟოლიანი შვილს მიმართავს.
გიორგი მარგველაშვილის სიძე სოსო ყიფშიძე მამა-შვილის დაჭრისთვის დააკავეს
“რუსთავი 2-სთვის” ცნობილი გახდა, რომ ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, სოსო ყიფშიძე დააკავეს. თვითმხილველების თქმით, ინციდენტი მარჯანიშვილის ქუჩაზე მოხდა. მათი გადმოცემით, ყიფშიძეს კონფლიქტი იქვე მცხოვრებ მამა-შვილთან პარკირების გამო მოუხდა, სიტყვიერი შელაპარაკება კი ფიზიკურ თავდასხმაში გადაიზარდა. ადგილობრივების თქმით, ყიფშიძეს თან ჰქონდა დანა, რითაც მამა-შვილს ჭრილობები მიაყენა და ხელყუმბარის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა. საბოლოოდ […]
ნორიოში დ.ყ.-მ 1 მამაკაცი მოკლა, 1 დაჭრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული დ.ყ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მას დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში და განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. „დანაშაული 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დ.ყ.-მ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ […]
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 6 ნარკორეალიზატორი: 1987 წელს დაბადებული ა.კ., 1997 წელს დაბადებული მ.თ., 1980 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.მ., 2000 წელს დაბადებული ა.გ., 1985 წელს დაბადებული მ.ბ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ტ. უ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს […]
ჭიაურელის ქუჩაზე 3 ადამიანის დაჭრისთვის ლ.გ. დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ლ.გ. თბილისში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- ტარება ედება. „დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების […]









