დიდუბეში სამი ძმა დაჭრეს 

დიდუბეში სამი ძმა დაჭრეს სისხლიანი გარჩევა თბილისში ახალგაზრდების ორი ჯგუფი ერთმანეთს დიდუბეში, გოგოლაურის ქუჩაზე გუშინ შუადღისას დაუპირისპირდა. გარჩევის შედეგად, 4 პირი დაიჭრა, აქედან 3 ძმაა.

ერთ-ერთი დაჭრილი ალადაშვილის კლინიკაში მკურნალობს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმის თქმით, ის მუცლის არეშია დაჭრილი. დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.

ირკვევა, რომ კონფლიქტი მხარეებს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო.  დაპირისპირების დროს ცივი იარაღი გამოიყენეს. შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო და მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

მიმდებარე პერიმეტრზე რამდენიმე სათვალთვალო კამერაა და სავარაუდოდ, ამოღებული მასალის საფუძველზე მოხდება კონფლიქტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება.

მთავარი