სამეგრელოში მამინაცვალმა გერი გააუპატიურა

სამეგრელოში მამინაცვალმა გერი გააუპატიურაარასრულწლოვნის გაუპატიურების სავარაუდო შემთხვევა სამეგრელოში – უმძიმეს დანაშაულში არასრულწლოვანი გოგონას მამინაცვალია ეჭვმიტანილი.

​არსებული ინფორმაციით, ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა, რის შემდეგაც მამაკაცი ოკუპირებულ აფხაზეთში გაიქცა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარს ოჯახი მალავდა და მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სავარაუდო მოძალადემ თავი ოკუპირებულ ტერიტორიას შეაფარა.

მომხდარზე მოკვლევა დაწყებულია. სამართალდამცველები ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.

მთავარი