კატეგორია: სამართალი

პროკურორი ნიშნიანიძე – “ჟურნალისტებზე მოძალადეებზე ბრალდებამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა”

პროკურორი ნიშნიანიძე - "ჟურნალისტებზე მოძალადეებზე ბრალდებამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა"

ჟურნალისტების მიმართ 5 ივლისს განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულების საქმეზე სახელმწიფო ბრალდებამ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. დღევანდელ, 4 მარტის, სასამართლო პროცესზე ნივთიერი მტკიცებულებები გამოიკვლიეს. ამასთან, ბრალდებულებმა დღევანდელ სხდომაზე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს და შესაძლოა, მათი ჩვენებები როგორც დაცვის მხარის მტკიცებულებები ისე გამოიკვლიონ. “ნივთიერი მტკიცებულება, ზაზა ჭაავას მოპედი წარვადგინეთ, რომლითაც მან ძალადობრივი ქმედება განახორციელა “რუსთავი2”-ის ჟურნალისტზე, თამარ თათარაშვილზე და […]

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აიკრძალა

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აიკრძალა

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აიკრძალა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ. აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, პირს შესაბამისი საჯარიმო სანქციის გადახდა მოუწევს. რიგ შემთხვევებში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია. ასევე, შესაძლებელია, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვას. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით […]

ჰააგის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ჰააგის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყების მოთხოვნით ICC-ს 38 სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ მიმართა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს მტკიცებულებების შეგროვება სავარაუდო ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების და გენოციდის შესახებ. “უკრაინაში არსებული ვითარებების პირველადი ანალიზის შემდეგ, ჩემმა ოფისმა საკმარისი საფუძველი დაინახა ვარაუდისთვის, რომ იქ შესაძლოა […]

ბადრაგის მიერ სააკაშვილის ადვოკატ თუთბერიძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბადრაგის მიერ სააკაშვილის ადვოკატ თუთბერიძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიმართ №12 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ადვოკატთან დაუყოვნებლივ განხორციელდა კომუნიკაცია მასთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. „მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2022 წლის 2 მარტს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიწყო […]

გვარამია – “ბადრაგმა აგინა სააკაშვილს და ცემა ადვოკატი თუთბერიძე”

გვარამია - "უკრაინა სააკაშვილს მოითხოვს"

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, რუსთავის ციხის ბადრაგმა ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მიხეილ სააკაშვილი ბადრაგის ვინაობის დაუყოვნებლივ გასაჯაროებას ითხოვს. „რუსთავის ციხის ბადრაგმა ადვოკატ შოთა თუთბერიძესთან აგინა მიხეილ სააკაშვილს, რის გამოც მიიღო შესაბამისი პასუხი. ბადრაგმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს და სხვა ბადრაგებმა გაარიდეს დანაშაულის (სწორედ, დანაშაულის) ჩადენის ადგილს. კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ […]

ქუთაისის მერიას მამაკაცმა მინები ჩაუმსხვრია

ქუთაისის მერიას მამაკაცმა მინები ჩაუმსხვრია

ქუთაისის მერიის შენობის შესასვლელში მოქალაქემ მინები ჩაამსხვრია. ადგილობრივების თქმით, უცნობმა მამაკაცმა უკრაინის ომთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის განცხადებები გააპროტესტა და მერიის შენობას ქვები ესროლა. სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს. ნიუპოსტი

რუსეთის საერთაშორისო ადვოკატმა ალან პელემ მის დაცვაზე უარი თქვა

რუსეთის საერთაშორისო ადვოკატმა ალან პელემ მის დაცვაზე უარი თქვა

უფლებადამცველების განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო – მან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შემაკავებელი ზომები გამოსცა. “თუკი აქამდე სასამართლო ორ მხარეს მიმართავდა ხოლმე, რომ ომის დროს რომ თავი შეეკავებინათ აგრესიის გამოხატვისგან, ახლა, ამ განცხადებაში პირდაპირ რუსეთია მოხსენიებული. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება საერთაშორისო დონეზე, აღიარება იმისა, რომ დღეს რუსეთი სჩადის კაცობრიობის წინააღმდეგ ძალიან დიდ დანაშაულს […]

რუსთავში მამაკაცმა ბავშვის სკუტერი და ხალიჩები მოიპარა

რუსთავში მამაკაცმა ბავშვის სკუტერი და ხალიჩები მოიპარა

რუსთავში, ახმეტელის ქუჩაზე ბავშვის სკუტერი და ხალიჩები მოიპარეს. ამის შესახებ “ინფო რუსთავის” ღია ჯგუფში სოციალური ქსელის მომხმარებელი წერს. “მეგობრებო სადარბაზოდან მომპარეს ბავშვის ვარდისფერი სკუტერი და ხალიჩები. ბავშვი ტირის და თავის სკუტერს ითხოვს. პირი, რომელმაც ეს იკადრა, მამაკაცია და სახეც აშკარად ჩანს კამერაში. საკმარისია ჩანაწერი მივიტანო საპატრულოში და მისი იდენტიფიცირება მოხდეს. სანამ ვიდეოს ავტვირთავ საჯაროდ და გამოვაჭენებ […]

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ერეკლე ღვინიანიძე დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ერეკლე ღვინიანიძე დაინიშნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ერეკლე ღვინიანიძე დაინიშნა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ერეკლე ღვინიანიძე აღსრულების ეროვნულ ბიუროს 2021 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობს. „დღემდე მან უწყებაში არაერთი რეფორმა განახორციელა – შეიქმნა ციფრული არქივი; დაიწყო მუშაობა გამარტივებული საქმისწარმოების პლატფორმაზე, სააღსრულებო წარმოების ციფრულ პროგრამაზე. ამ პროექტების დასრულების შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიურო საქმიანობაში სრულად ციფრულ მმართველობას დანერგავს“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში. […]

ადვოკატი ველიჯანაშვილი – “თავდაცვის სამინისტრო ბაჩო ახალაიასგან 60.000 ლარს ითხოვს”

ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დატოვა - "პოლიტიკოსობას არ ვაპირებ"

ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასგან ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე 60.000 ლარის ოდენობით სამოქალაქო ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რა საქმიდან ითხოვს სამინისტრო ყოფილი ხელმძღვანელისგან ზიანის თანხით ანაზღაურებას, ეს საიდუმლოა. „ახლა, არცერთ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში განხილვა არ მიმდინარეობს, ბრალი წარდგენილი არ აქვს. რაც შეეხება თავდაცვის […]