გვარამია – “ბადრაგმა აგინა სააკაშვილს და ცემა ადვოკატი თუთბერიძე”

გვარამია - "ბადრაგმა აგინა სააკაშვილს და ცემა ადვოკატი თუთბერიძე"საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, რუსთავის ციხის ბადრაგმა ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მიხეილ სააკაშვილი ბადრაგის ვინაობის დაუყოვნებლივ გასაჯაროებას ითხოვს.

„რუსთავის ციხის ბადრაგმა ადვოკატ შოთა თუთბერიძესთან აგინა მიხეილ სააკაშვილს, რის გამოც მიიღო შესაბამისი პასუხი. ბადრაგმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს და სხვა ბადრაგებმა გაარიდეს დანაშაულის (სწორედ, დანაშაულის) ჩადენის ადგილს.

კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ბადრაგის ვინაობა, ვიდეომასალა, და ეს ნაძირალა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით!

ამას რომ ადვოკატს საჯაროდ გაუკეთებ, ადვილი წარმოსადგენია, როგორი საფრთხის ქვეშაა პრეზიდენტი სააკაშვილი!“, – წერს ნიკა გვარამია facebook-ზე.