საბერნეთში ქართველი ჩემპიონი შმაგი სონიშვილი, იგივე ტარიელ ზინდირიდისი, დააკავეს

საბერნეთში ქართველი ჩემპიონი შმაგი სონიშვილი, იგივე ტარიელ ზინდირიდისი, დააკავესძიუდოში მსოფლიო ჩემპიონის დასაკავებლად ათენის გარეუბანში სპეცოპერაცია ჩატარდა. ბერძენმა სამართალდამცველებმა 23 ბინის გაქურდვის ბრალდებით საბერძნეთში მცხოვრები 31 წლის ქართველი სპორტსმენი ტარიელ ზინდირიდისი, იგივე შმაგი სონიშვილი აიყვანეს. სპეცოპერაციის დროს დაიჭირეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი კიდევ ერთი ქართველი, რომელსაც ბრალად ასევე სახლების ძარცვა ედება.

ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ის ხელსაწყოები ამოიღეს, რომლის დახმარებით ქართველები ბინებში აღწევდნენ. სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ძვირფასეულობა და სხვა ნაქურდალი ნივთები, რომლის ღირებულებაც 95 ათას ევროს აღწევს.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დასაკავებლად ჩატარებულ სპეცოპერაციაზე აქტიურად წერს ბერძნული პრესა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ათენსა და მის მიმდებარე ქალაქებში საქმიანობდნენ.

ბერძენი სამართალდამცველების მტკიცებით, დანაშაულებრივ საქმიანობაში ყოფილი სპორტსმენი 2017 წლიდან ჩაერთო.

ტარიელ ზინდირიდისი, რომელიც 12 ივლისს დააკავეს, საბერძნეთის მოქალაქეა და 2003-2007 წლებში ამ ქვეყნის სახელით არაერთ საერთაშორისო ჩემპიონატში მონაწილეობდა.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მსოფლიო ჩემპიონი ძარცვის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მან შეჯიბრებიდან მიღებული ჰონორარი ბიზნესში დააბანდა და შემოსავალს სწორედ ამ საქმიანობიდან იღებდა.

შმაგი სონიშვილი სოფელ მჭადიჯვრიდან არის. ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ სონიშვილი საბერძნეთში დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა.

რუსთავი 2