თელავში ძმამ ძმა დაჭრა

თელავში ძმამ ძმა დაჭრათელავში ძმამ ძმა დაჭრა. „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამე მოხდა, რასაც წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. დაპირისპირების დროს 50 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით კისრის არეში დაიჭრა.
არსებული ინფორმაციით, ძმებს შორის კონფლიქტი ყოფით პრობლემებს უკავშირდება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.