“ბადაგონის” წინააღმდეგ გამოძიება შეწყდა

"ბადაგონის" წინააღმდეგ გამოძიება შეწყდა“ბადაგონის” წინააღმდეგ გამოძიება შეწყდა,- ამის შესახებ BM.GE-ს საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.

“2018 წლის 18 იანვარს, შპს „ბადაგონის“ ყოფილი პარტნიორების განცხადების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება შპს „ბადაგონის“ წილის შესაძლო მითვისების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ჩატარებული გამოძიებით მხარეთა ქმედებაში არ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები და სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა გამოძიება”,- განგვიცხადეს პროკურატურაში.

აღნიშნულს ადასტურებენ თავად კომპანიაშიც, თუმცა, დეტალებზე საუბარს ორშაბათს, 21 მაისს პრესკონფერენციაზე აპირებენ.

“ბადაგონის” წილებთან დაკავშირებით პრეტენზია ყოფილ პარტნიორებს ჰქონდათ. ისინი აცხადებდნენ, რომ კომპანიის ამჟამინდელმა მფლობელმა გიორგი სალაყაიამ კომპანიის წილები მიითვისა.