წუხელ, გვიან ღამით, „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ბათუმში, თავდასხმა მოხდა უფლებადამცველ მერაბ ბლადაძეზე. როგორც „ნიუპოსტისთვის“ გახდა ცნობილი, სამმა უცნობმა პირმა ბლადაძეს შინ მიაკითხა და ბინიდან გამოსვლა სთხოვა. მას შემდეგ, რაც ბლადაძე ეზოში ჩავიდა, უცნობები მას ხელკეტებით გაუსწორდნენ. აღსანიშნავია, რომ ბლადაძე ბოლო დროს ნარკობიზნესის წინააღმდეგ აქტიურად ილაშქრებდა და თამამ განცხადებებს აკეთებდა.
კატეგორია: სამართალი
ადვოკატი არახამია – ”რივერა ბენდელიანი მოსამართლეს რაფალიანცის სკანდალური საქმის დეტალებს მოუყვება”
ვისი პასუხისმგებლობის დაყენებას აპირებდა პროკურატურა რაფალიანცის საქმეზე და რა ვერსიის შეთხზვას ცდილობდნენ საგამოძიებო უწყებაში – ამაზე საუბარს სასამართლოს წინაშე ყოფილი პროკურორის, მილენა მითაიშვილის ყოფილი ქმარი, რივერა ბენდელიანი აპირებს. ამჟამად, სასამართლო ყოფილი მეუღლეების საქმეს განიხილავს, სადაც რივერა ბენდელიანს მისივე ყოფილი ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს. თუმცა, ადვოკატები აცხადებენ, რომ თუ ბენდელიანს მიეცემა შესაძლებლობა, მოსამართლის წინაშე დისტანციურად წარსდგეს, ის […]
ცოლის ცემისთვის კაცს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობაში ბრალდებული იდამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ი.მ.-მ 2018 წლის 23 თებერვალს, ღამის საათებში, დედოფლისწყაროს რაიონში, მისსავე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის ჯ.ა.-ს მიმართ ჩაიდინა […]
ადვოკატი ფანცულაია – ”ნარკორეალიზატორობისთვის დაკავებულების დაპატიმრება აუცილებელი არ იყო”
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებულ 8 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. „წარდგენილი ბრალის თანახმად, ბრალდებულებს ბრალად ედებათ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ხოლო ბ. დ.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით. მათვე ბრალად ედებათ, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით. (ბ. დ.-სა და ჯ. ე.-ს სამ-სამი ეპიზოდი, თ. ჩ.-ს, ვ. ჟ.-სა და […]
თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს
თბილისში, ვაზისუბანში ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს. მას სამი ტყვია აქვს მოხვედრილი. მოკლულს საკუთარი სახლის სიახლოვეს ესროლეს. არსებული ინფორმაციით სისხლიანი ფაქტი წრსულში არსებულ გარჩევას უკავშირდება. მამაკაცი საავადმყოფში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებამ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. „ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. […]
ქაშუეთთან სოსო პავლიაშვილის პროდიუსერი გიორგი გაბედავა დააკავეს
ქაშუეთთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გიორგი გაბედავა დააკავეს. ის სავარაუდოდ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. გიორგი გაბედავა შეთავსებით სოსო პავლიაშვილის პროდიუსერიცაა. ქაშუეთთან აქცია პარლამენტთან ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მომხრეთა აქციის საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს. ქაშუეთთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის სიტუაცია დაძაბულია.
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამი ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა
პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი სამი ადამიანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ფიზიკური დაპირისპირება პოლიციამ განმუხტა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე სამი ადამიანი ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) გამოავლინეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, აღნიშნული პირები აქციის მონაწილეები არ არიან. ამ ინციდენტის შემდეგ აქციაზე „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის […]
შვილების საფლავებს ამოვთხრით! – გიორგი ხაჭაპურიძის და ზვიად სალთხუციშვილის ოჯახები პროკურატურას ულტიმატუმს უყენებენ
ბათუმში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული მოდელის და მომღერლის ოჯახები პოლიციას ბრალდებულების მფარველობაში ადანაშაულებენ. გიორგი ხაჭაპურიძისა და ზვიად სალთხუციშვილის მშობლები ამტკიცებენ, რომ პროკურატურა ცდილობს, რაც შეიძლება, მსუბუქი სასჯელით გამოიყვანოს ბრალდებულები. მოკლული მომღერლის დედა პროკურატურას ვადას 16 მაისამდე აძლევს. თუ დაკავებულებს ბრალს არ დაუმძიმებენ, გიორგი ხაჭაპურიძის ოჯახი შვილს საფლავიდან ამოთხრის და ცხედარს სასამართლოს დარბაზში დაასვენებს. მუხლი, რომლითაც ახლა […]
ნინო ლომჯარია – ნარკორეალიზაციაში ბრალდებული 8 პირი სპეცოპერაციამდე დააკავეს და არა _ კლუბებში
საქართველოს სახლახო დამცველის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით 8 პირი სპეცოპერაციამდე დააკავეს და არა _ კლუბებში. ნინო ლომჯარიას თქმით, ინფორმაცია მას შს სამინისტროში და ასევე დაკავებულებმაც დაუდასტურეს. – წუხელ, როდესაც უშუალოდ აქციაზე ვიმყოფებოდი, განვაცხადე, რომ ალბათ, ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც მეც მქონდა, რამდენად იყო აუცილებლობა აი ამ ფორმით, სპეცოპერაციის გზით, კლუბის ტერიტორიაზე […]
ბასიანის დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი გაათავისუფლეს
ცოტა ხნის წინ კლუბ ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზვიად გელბახიანი, გაათავისუფლეს. ის გუშინ კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს. ზვიად გელბახიანი რუსთავის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იყო გადაყვანილი. მისი ადვოკატი მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა, გაერკვია, სად იყო მოთავსებული კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი. რუსთავი 2










