საქართველოს სახლახო დამცველის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით 8 პირი სპეცოპერაციამდე დააკავეს და არა _ კლუბებში.
ნინო ლომჯარიას თქმით, ინფორმაცია მას შს სამინისტროში და ასევე დაკავებულებმაც დაუდასტურეს.
– წუხელ, როდესაც უშუალოდ აქციაზე ვიმყოფებოდი, განვაცხადე, რომ ალბათ, ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც მეც მქონდა, რამდენად იყო აუცილებლობა აი ამ ფორმით, სპეცოპერაციის გზით, კლუბის ტერიტორიაზე შესვლის. მე ეს კითხვები დავუსვი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. მათი განცხადებით, არსებობდა სასამართლოს განჩინება ჩხრეკასთან დაკავშირებით გამომდინარე იქიდან, რომ თითქოს არსებობდა ინფორმაცია, იქ იყო და საღდებოდა ნარკოტიკული საშუალება. ეს არის ის, რაც მე ზეპირად მოვისმინე, თუმცა კითხვები კვლავ მაქვს. რა თქმა უნდა, უფრო დასაბუთებული მოსაზრება რომ მქონდეს, უნდა ვნახო სასამართლოს განჩინება და ასევე, გამოვითხოვთ იმ უწყვეტ ვიდოეჩანაწერს, რომელიც ასახავს კლუბის ტერიტორიაზე ჩატარებულ ჩხრეკას იმისთვის, რომ ვნახოთ, რეალურად ამოიღეს თუ არა ნარკოტიკული საშუალება და შევაფასოთ, რამდენად იყო აუცილებლობა, აი ამ ფორმით განხორციელებულიყო ჩხრეკა, – აცხადებს ომბუდსმენი.
სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის მასალას, რამდენად აუცილებელი იყო თბილისის კლუბებში სპეცოპერაციის ჩატარება.
– რაც შეეხება უშუალოდ დაკავების ფაქტებს, მთელი ღამის განმავლობაში სახალხო დამცველის წარმომადგენელები ხვდებოდნენ დაკავებულ პირებს. ჩვენ გვაქვს კითხვები ძალის პროპორციულობასთან დაკავშირებით, ცალკეულ შემთხვევებში პირთა ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს. თუმცა მათ, ვისაც შევხვდით, ისინი ძირითადად ცალკეულ შემთხვევებში საუბრობდნენ ძალის გადამეტებაზე უშუალოდ დაკავების დროს, თუმცა დაკავების შემდგომ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, საჩივარი არ ყოფილა.
ყველა მოქალაქეს, რომელსაც შესაძლებელია, რომ მიეღო დაზიანება, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ძალის არაპროპროციულ გამოყენების მოპყრობის მსხვერპლი იყვნენ, მივმართავთ, რომ მიმართონ სახალხო დამცველის ოფისს. ჩვენ აუცილებლად, ყველა ინდივიდუალურ შემთხვევას შევისწავლით და გადავამოწმებთ, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ნიუპოსტი

