კატეგორია: სამართალი

დიღმის მასივში ლიბერთი ბანკი დააყაჩაღეს

დიღმის მასივის პირველ კვარტალში ლიბერთი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს.  ადგილზე იმყოფება პოლიცია და შსს-ს წარმომადგენლები.  ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. როგორც თვითმხილველები ამბობენ, დაყაჩაღება ერთმა პირმა ჩაიდინა, დაშავებული არავინაა, წაღებულია თანხა.

რუსთავში პატრულმა პატრული დააჯარიმა

რუსთავში საპატრულო პოლიციამ საკუთარი კოლეგა დააჯარიმა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს ქუთაისის ქუჩაზე მოხდა, როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახნენ. “ინფო რუსთავს” შსს-ში განუცხადეს რომ -“ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა ავტომობილები, მომხდარის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125 მუხლის მეათე ნაწილის თანახმად, დაჯარიმდა საპატრულო ეკიპაჟის მძღოლი.” ინფორუსთავი

ფაშისტი ჭელიძე და შავპერანგიანი ვაშაკიძე პოლიციაში დაკითხვაზე არიან

„საქართველოს ეროვნული ერთობის” მეთაური გიორგი ჭელიძე და ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთი დანაყოფის, მოძრაობა „შავპერანგიანების“ მეთაური თორნიკე ვაშაკიძე დიღმის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებიან. ინფორმაციას 1TV ავრცელებს. დაკითხვაზე შესვლამდე მათ თქვეს, რომ გამომძიებლებმა ჯგუფური ძალადობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაიბარეს, კონკრეტული მუხლი კი მათთვის უცნობია. ჭელიძე და ვაშაკიძე ჯგუფური ძალადობის საქმესთან კავშირს უარყოფენ, ვინაიდან მათი თქმით, 13 მაისს რუსთაველის გამზირზე, […]

ნინო ლომჯარია ნეონაცისტების წინააღმდეგ – ”შსს-მ უნდა გამოიძიოს ნეონაცისტების ყველა დანაშაულებრივი ქმედება”

სახალხო დამცველი 13 მაისს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ პარალელურად მიმდინარე „ქართული მარშისა“ და სხვა ნეონაცისტური დაჯგუფებების მიერ ორგანიზებულ აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივ ქმედებებზე სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს. “კერძოდ, 13 მაისს, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კონტრდემონსტრანტების მხრიდან ადგილი ჰქონდა „ჩვენი თავისუფლებისთვის“ აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობის მუქარას, ფიზიკურ ძალადობასა და სხვა ძალადობრივ მოწოდებებს. […]

აიისას პრეზერვატივების საქმეს ლევან მურუსიძე განიხილავს

პრეზერვატივების ქართული ბრენდის აიისას საქმეს სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძე განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე ავრცელებს. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანია “აიისა” 500 ლარით დააჯარიმა და რამდენიმე შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გამოყენება აუკრძალა. მოსამართლის აზრით, პრეზერვატივის შეფუთვაზე ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის, ასევე თამარ მეფის გამოსახვამ საზოგადოების მორალი და ღირსება შელახა. ნიუპოსტი

ფეხსაცმელში დამალული ჰეროინისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, 1976 წელს დაბადებული მამაკაცი ზემო ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 4 შეკვრად დაფასოებული 324.93 გრამი ჰეროინი, რომელიც ბრალდებულს ფეხსაცმელში ჰქონდა დამალული. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის […]

ზუგდიდში 38 წლის მამაკაცის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავეს

ზუგდიდში 38 წლის მამაკაცის დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებულია 1975 წელს დაბადებული მამაკაცი. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 14 მაისს, ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით 1976 წელს დაბადებულ ე.წ.-ს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული […]

თბილისში ხალილ მამოევი შურისძიების მიზნით ჩაცხრილეს – ვაზისუბანში მკვლელობის ახალი დეტალები

დღეს ვაზისუბანში ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს. ხალილ მამოევს სამი ტყვია ესროლეს. კურიერის ინფორმაცით, მკვლელობა შურისძიებას უკავშირდება. მოკლული ახალგაზრდა მძიმე ბრალდებით სასჯელს რამდენიმე წლის წინ იხდიდა. არსებობს ვერსია, რომ მასზე შური საპატიმროს დატოვების შემდეგ იძიეს. შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დაჭრილი ხალილ მამოევი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მას დიდი რაოდენობით სისხლი ჰქონდა დაკარგული და გული – გაჩერებული. რეანიმაციულ განყოფილებაში მისი გადარჩენა […]

მოლარე ქალმა ”ორი ნაბიჯის” მძარცველი კაცი ქუჩაში დაიჭირა და უკან მაღაზიაში შეათრია – ვიდეო

მოსკოვის გამზირზე, მაღაზია “ორ ნაბიჯში” თანხის მოსაპარად შესული ახალგაზრდა კაცი, მოლარე ქალმა დააკავა. მძარცველმა მოპაური 65 ლარით მხოლოდ ორი ნაბიჯის გადადგმა მოასწრო. მას მაღაზიის თანამშრომლები დაედევნენ, თანხა დააბრუნებინეს და სამართალდამცველები მხოლოდ ამის შემდეგ გამოიძახეს. “ორ ნაბიჯში” მისულ პოლიციას კონსულტანტების მიერ დაკავებული ახალგაზრდა ბიჭი დახვდა.

“ასიგნალებდა და შველას ითხოვდა, სისხლისგან იცლებოდა” – ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში წალენჯიხის წყალკანალის თანამშრომელი დაჭრეს. როგორც “ნიუპოსტის” კორესპოდენტი იტყობინება, მამაკაცს სამი ჭრილობა აღენიშნება. არსებული ინფორმაციით, დაჭრილს უცნობი მამაკაცი მანქანით აეკიდა, ავტომობილის გაჩერება მოსთხოვა და ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილმა საკუთარი ავტომობილით მოახერხა შემთხვევის ადგილის დატოვება და ახლომდებარე დასახლებულ ტერიტორიაზე შველა ითხოვა. – ასიგნალებდა და შველას ითხოვდა, სისხლისგან იცლებოდა, – ამბობს თვითმხილველი. მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ადგილზე […]