ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულებს შორის ერთი ქალი და შვიდი მამაკაცია. მათი ასაკი 21-დან 30 წლამდეა. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით ესენი არიან: თორნიკე ჩუტკერაშვილი, ჯემალ ელიავა, ვიქტორ ჟამუტაშვილი, მიხეილ მიქაძე, გიორგი მამუკელაშვილი, ბორის დარახველიძე, ლაშა მამულაშვილი და ქეთი მურუსიძე. ვიქტორ ჟამუტაშვილი, მეტსახელად “ვიტო”, კაფე “გალერის” დაცვის თანამშრომელია. ყველა მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ედება, […]
კატეგორია: სამართალი
ბათუმში „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მხარდამჭერების სოლიდარობის აქციაზე სამი პირი დააკავეს
ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე, აქციაზე მსვლელობისას სამი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. აქციის მონაწილეებმა აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს და 6 მაისის პარკში გადაინაცვლეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი თანამოაზრეები მშვიდობიანი მსვლელობისას უსამართლოდ დააკავეს. ისინი ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას გეგმავენ. ამ დროისთვის ბათუმში აქციაზე შეკრებილები თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მხარდამჭერებს სოლიდარობას უცხადებენ. აქციის […]
ვლადიმერ ბორცვაძე – “ზვიად გელბახიანი არ გვიცემია… ერთ-ერთი გამსაღებელი კლუბის დაცვის წევრია” – შსს-მ პირველი კომენტარი გააკეთა – ვიდეო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღამით ჩატარებული სპეცოპერაციების დეტალებზე პირველი ოფიციალური განმარტება გააკეთა. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის, განცხადებით, ბოლო პერიოდში ახალგაზრდების გარდაცვალება კლუბებში ვიზიტის შემდეგ დაფიქსირდა. – სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ყველა გახდით ახალგაზრდების ტრაგიკულად გარდაცვალების მოწმე. აღსანიშნავია, რომ ყველა შემთხვევაში გარდაცვალების ფაქტი მოხდა კლუბებში ვიზიტის შემდეგ. ამასთან, საგრძნობლად იმატა კლუბებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების […]
“პოლიციამ ანტიკვარი დაგვიმტვრია” – რას ყვება დაკავებულის დედა
ნარკოტიკების გასაღებისთვის დაკავებული ერთი პირის სახლის ამსახველი ფოტომასალა imedinews-ს დაკავებულის დედამ მიაწოდა. მისი თქმით, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სახლში ჩხრეკა ღამის 01:00 საათზე დაიწყო. დაკავებულის დედა ამ ეტაპზე ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს. მისი 29 წლის შვილი სახლიდან აიყვანეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან. ქალბატონი ამბობს, რომ სახლში საყოფაცხოვრებო ნივთები და ანტიკვარული სურათები […]
ბექა წიქარიშვილი, ბრიტანელი მაილო ტრავერსი და ბექა ჭინჭარაული გაათავისუფლეს
იურისტ გიორგი მახარაძის განცხადებით, რომელიც კლუბ ბასიანის თანამშრომლების უფლებებს იცავს, თეთრი ხმაურის აქტივისტი, ბექა წიქარიშვილი, გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, წიქარიშვილი საგარეჯოს წინასწარი მოთავსების იზოლატორში იყო გადაყვანილი. იურისტის ინფორმაციით, ასევე გათავისუფლებულია კლუბ ბასიანის თანამშრომელი ბექა ჭინჭარაული. სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულთა შორის იყო ბრიტანეთის მოქალაქე. გიორგი მახარაძის ცნობით, მაილო ტრავერსი, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო იყო დაკავებული, გათავისუფლებულია. მას ადვოკატი არ ჰყავდა, შესაბამისად, მან გიორგი მახარაძეს სთხოვა, რომ ბრიტანეთის […]
ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს – მისი ადგილსამყოფელი უცნობია
დღეს დილით პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა პარტია “გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს. ზურაბ ჯაფარიძის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გირჩის“ პრესსამსახურში განუცხადეს. – ჯაფარიძე გაიტაცეს უცნობმა შავნიღბიანებმა მშვიდობიანი აქციიდან, თავისუფლების მოედანზე. პირდაპირ ეთერში, ათასობით ადამიანის თვალწინ. მისი ადგილმდებარეობა ჯერ კიდევ უცნობია, – აცხადებენ „გირჩის“ პრესსამსახურში.
ნაჯა ორაშვილი – “ჩემი საქართველო აქ არის… დააკავეს ბასიანის დამფუძნებლები: ტატო გეთია, ზვიად გელბახიანი, დაკავებულია დავით ლეჟავაც”
პოლიციამ ბასიანის დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი დააკავა
ამ წუთებში ღამის კლუბ “ბასიანში” სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველები ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ და კლუბში მყოფი მოსახლეობა გარეთ გამოიყვანეს. პოლიციამ ამ წუთებში ღამის კლუბ ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზვიად გელბახიანი დააკავა, თუმცა იმის გამო რომ მისი ტერიტორიიდან გაყვანა ვერ მოხერხდა, იგი ისევ კლუბში შეიყვანეს. კლუბში მყოფი ადამიანები აცხადებენ, რომ პოლიცია ნარკოტიკულ საშუალებებს კრიდა კლუბის ტერიტორიაზე. შსს […]
პოლიციამ ბასიანსა და გალერიში 8 ნარკორეალიზატორი დააკავა
„ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი, – ამის შესახებ პირველ არხს შსს-დან აცნობეს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების […]
“პოლიციამ ძირს დაგვაწვინა და მერე გარეთ გამოგვყარა” – რა ხდებოდა კლუბ გალერიში
კაფე “გალერიში” სამართალდამცველები მაშინ შევიდნენ, როდესაც კაფეში მომხმარებლები იმყოფებოდნენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, შენობაში შესვლისთანავე სპეცდანიშნულების რაზმმა ჩხრეკა დაიწყო. მისივე თქმით, ჩხრეკის ჩატარებისას პოლიციამ კაფეში მყოფი ხალხი ძირს დააწვინა და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ასე ჰყავდათ. შემდეგ კი, როგორც თვითმხილველი ამბობს, პოლიციამ შენობის დაცლა დაიწყო. ამჟამად როგორც ცნობილია შენობაში პოლიციელების გარდა აღარავინ იმყოფება. კაფე […]










