კატეგორია: სამართალი

“ბასიანში და გალერიში სპეცრაზმი შევიდა” – ნაჯა ორაშვილი შველას ითხოვს – ვიდეო

ღამის კლუბ ბასიანის დამფუძნებელმა ნაჯა ორაშვილმა 20 წუთის წინ ფეისბუქში დაწერა: “SOS. სპეცრაზმია შეჭრილი ბასიანზე, ასევე გალერიში, ალყაშია დინამო. ბლოუში ქალები სცემეს. ყველა შიგნით მყოფი გარეთ გამოუშვეს, შიგნით რას იზამენ არავინ იცის. ვისაც შეგიძლიათ მოდით. ომი გამოგვიცხადეს.” https://www.facebook.com/vaska.apxazashvili/videos/2189761161041643/

ზუგდიდში ქალს სადარბაზოში თავს დაესხნენ – წაღებულია 2000 ლარი და 500 დოლარი

ზუგდიდში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში ქალს თავს დაესხნენ. როგორც “ნიუპოსტის” კორესპოდენტს დაზარალებულმა განუცხადა, მძარცველებმა თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, ჩანთა წაართვეს, სადაც 2 000 ლარი და 500 დოლარი ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს

შსს – დავით ბერბერაშვილმა და გიორგი ჭიჭინაძემ გიორგი სულხანიშვილი აწამეს და შეურაცხმყოფელი ვიდეო გადაუღეს

შსს-ს მტკიცებით, ბიზნესმენმა, დავით ბერბერაშვილმა, იგივე ბერბერამ, 25 წლის ახალგაზრდა სასტუმროში მოტყუებით მიიყვანა, სცემა და ღირსების შემლახველი ვიდეო გადაუღო. გამოძიების მტკიცებით, ბიზნესმენი საკუთარ სასტუმროში მამაკაცს მეგობართან, გიორგი ჭიჭინაძესთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში აწამებდა. სასტუმროს პერსონალი იხსენებს, რომ იმ დღეს ბიზნესმენის ოთახიდან ხმაური და გინების ხმა ისმოდა. საქმის მასალების მიხედვით, ბიზნესმენი და მისი მეგობარი 25 წლის […]

ირანის მოქალაქეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის ფაქტზე ბრალდებული ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, _ ამის შესახებ ინტერპრესნიუსს პროკურატურიდან აცნობეს. მათივე ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ჰ.გ.-მ უკანონოდ შეიძინა და […]

მოზარდების მკვლელობის საქმე – დაიკითხება მოწმე, რომელიც ხორავაზე მივიდა და მოკლული არასრულწლოვანი ნახა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მორიგი სხდომა გაიმართება. როგორც ცნობილია პროკურატურა დღეს ხუთ მოწმეს დაკითხავს. მათ შორის იმ პირს, ვისაც დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდება აქვს წარდგენილი და წინასწარ პატიმრობაშია. ასევე დაიკითხებიან მოზარდები, რომლებიც შემთხვევის ადგილას არ იყვნენ, თუმცა მომხდარი კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია აქვთ. დღესვე დაიკითხება მოწმე, რომელიც დაჭრის შემდეგ შემთხვევის ადგილას მივიდა […]

სამტრედიის ქუჩაზე ახალგაზრდა ბიჭის დაჭრისთვის პოლიციამ 67 წლის მამაკაცი დააკავა

გუშინ გვიან ღამით თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ 67 წლის მამაკაცი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბრალდებულმა 28 წლის მამალაცი კუთვნილი ცეცხლსაროლი იარაღიდან დაჭრა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, […]

ბიზნესმენ ბერბერაშვილის სასტუმროში დატყვევებული პირი იპოვეს, რომლისგანაც ბერბერაშვილი 5.000 დოლარს ითხოვდა

„ნიუპოსტმა“ თბილისში აგლაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის ახალი დეტალების გარკვევა შეძლო.წყაროს ცნობით, სამართალდამცავებმა გუშინ დაკავებული ბიზნესმენის, დავით ბერბერაშვილის სასტუმროც გაჩხრიკეს, სადაც გატაცებულ პირს მიაკვლიეს, რომელზეც ფულის გამოძალვის მიზნით ზეწოლა ხორციელდებოდა. ჩვენი ინფორმაციით, ბერბერაშვილს და მის მეგობარს, ერთ-ერთი მოქალაქე ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს. სპეცოპერაცია სწორედ აღნიშნული პირის განცხადების საფუძველზე დაიგეგმა. მოქალაქე სამართალდამცავებისტვის მიცემულ ჩვენებაში ყვება, რომ ბერბერაშვილმა ის […]

ლევან დადიანი – “ბიოს რეალიზებას შავ ბაზარზე პოლიცია მფარველობს”

ნარკოტიკების საქმის სკანდალური გაგრძელება – ნარკოტიკების შეძენის ბრალდებით დაკავებული ლევან დადიანი „კურიერთან“ ინტერვიუში ამტკიცებს, რომ ახალი თაობის ნარკოტიკის – ბიოს რეალიზებას შავ ბაზარზე პოლიცია მფარველობს. მან მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას უკვე გადასცა. ახალგაზრდა მამაკაცი ვაკე-საბურთალოს პოლიციის მეოთხე განყოფილებამ დააკავა, რომელშიც წამლის გასაღებაში ბრალდებულ გიორგი გოგებაშვილის ძმა, გამომძიებელი იაკობ გოგებაშვილი მუშაობდა. დადიანის თქმით, პოლიციის […]

სამტრედიაში, ეზოს საპირფარეშოს ორმოში, ახალშობილის გვამი იპოვეს

სამტრედიაში, ეზოს საპირფარეშოს ორმოში გარდაცვლილი ახალშობილის გვამი იპოვეს. რამდენიმე საათის დაბადებული ჩვილი თავაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი ოჯახის საპირფარეშოს ორმოდან ამოიყვანეს. თვითმხილველის თქმით, საპირფარეშოში შესულმა ორმოში რაღაც საეჭვო დაინახა, რომელიც ჩვილის ცხედარი აღმოჩნდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, თუმცა დღეს გახდა ცნობილი. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები მუშაობდნენ. ოჯახის წევრები პოლიციამ სამტრედიის რაიონულ განყოფილებაში დასაკითხად […]

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, მამაკაცი დაჭრეს

სამტრედიის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც „რუსთავი 2“-ს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, მამაკაცი ბარძაყის არეშია დაჭრილი. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულს კვლევები უტარდება და საოპერაციოდ ამზადებენ. ცენტრის ინფორმაციით, მამაკაცს მოტეხილობებიც აღენიშნება. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ორი, 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, […]