ირანის მოქალაქეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ირანის მოქალაქეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯარუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის ფაქტზე ბრალდებული ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, _ ამის შესახებ ინტერპრესნიუსს პროკურატურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ჰ.გ.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 361.537 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

_ სამართალდამცველებმა ჰ.გ. 2017 წლის 23 დეკემბერს ქ.თბილისში დააკავეს და აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება პირადი ჩხრეკისას ამოიღეს. ჰ.გ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ჰ.გ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, _ აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინტერპრესნიუსი