კატეგორია: სამართალი

დიდუბეში სპეცოპერაციის შედეგად ბიზნესმენი დავით ბერბერაშვილი დააკავეს

დღეს დიდუბეში, აგლაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცავებმა 40 წლის ბიზნესმენი დავით ბერბერაშვილი და მისი მეგობარი გიორგი ჭიჭინაძე დააკავეს. პოლიცია დაკავებულებს თანხის გამოძალვას ედავება. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბიზნესმენის კუთვნილი სასტუმრო გაჩხრიკეს, საიდანაც იარაღი და ნარკოტიკი ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე არ საუბრობს.

ლანჩხუთში დააკავეს 2 ძმა, რომლებმაც მათი საქმის გამომძიებელი ცემეს – ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლანჩხუთში პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა. სამინისტროს ცნობით, დეტექტივ-გამომძიებელი ზ.ი. ბრალდებულების მიერ ჩადენილ დანაშაულს იძიებდა, კერძოდ, ძმებმა რამდენიმე თვის წინ ლანჩხუთში კლინიკა „მედალფას“ ექიმი-ნევროპათოლოგი – მ.ბ. სცემეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძმები – 1993 წელს დაბადებული, […]

დიდი ოდენობით თანხის გამოძალვა – ელიავაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სამი პირი დააკავეს

თბილისში, ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, აგლაძის 38 ნომერთან სპეცოპერაცია დასრულდა. როგორც “ნიუპოსტის” კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება დაკავებულია სამი პირი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამივე მათგანს დიდი ოდენობით თანხის გამოძალვა ედება ბრალად.

ნარკოტიკების ინტერნეტით გაყიდვა – დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ, მოსამართლემ პროკურატურას გეგელაშვილის შვილზე ზრუნვა დაავალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკების ინტერნეტის საშუალებით გასაღების ფაქტზე დაკავებულებს, 27 წლის ნინო გეგელაშვილსა და მის მეგობარ მამაკაცს, 24 წლის გიორგი გოგებაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. დაცვის მხარე ბრალდებულ გიორგი გოგებაშვილი აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას ხოლი ნინო გეგელაშვილი 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. მოსამართლემ გაითვალისწინა […]

ნინო გეგელაშვილი – “ძალიან მეშინია”

ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების გასაღების საქმეზე ბრალდებულების, 27 წლის ნინო გეგელაშვილისა და 24 წლის გიორგი გოგებაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში.მოსამართლე ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე ერთ საათზე მეტია რაც მსჯელობს. ბრალდებულებს სხდომაზე პოზიცია არ გამოუთქვამს. მხოლოდ ნინო გეგელაშვილმა მცირე რეპლიკით მიმართა დარბაზში მყოფ ახლობელს: „ძალიან მეშინია“. შეგახსენებთ, ნინო გეგელაშვილსა და გიორგი გოგებაშვილს ბრალად […]

გეგელაშვილი და გოგებაშვილი ნარკოტიკს პროგრამა ტელეგრამით და ტოტალიზატორით ასაღებდნენ – გამოძიების ვერსია

ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ გიორგი გოგებაშვილსა და ნინო გეგელაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს, თუმცა ბრალდებულებიდან  დანაშაულს მხოლოდ ერთი, 26 წლის ნინო გეგელაშვილი აღიარებს. დაკავებული ამბობს იმასაც, რომ დანაშაული ჯგუფურად არ ჩაუდენია და გიორგი გოგებაშვილს საქმესთან კავშირი არ აქვს. საქმის მასალების მიხედვით, ნინო გეგელაშვილი და გიორგი გოგებაშვილი ნარკოტიკების რეალიზაციას ერთად ახდენდნენ. გამოძიების მტკიცებით, ისინი დიდი ოდენობით ნარკოტიკისა და ფსიქოტროპული აბების გასაღებას პროგრამა Telegram-ის მეშვეობით […]

სოსო ოხანაშვილი თელ ავივში დააკავეს?

“პირველი რადიოს” ინფორმაციით, 7 მაისს თელ ავივის აეროპორტში პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი დააკავეს, რომელიც კიევი-თელ ავივის რეისით ჩაფრინდა. ისრაელში არ შეუშვეს არცერთ მგზავრი, რომელსაც საქართველოს მოქალაქის პასპორტი ჰქონდა. ყველა მოქალაქე შეამოწმეს. უცნობია, რჩება თუ არა პატიმრობაში ოხანაშვილი. დაკავებას უარყოფს მისი მეუღლე ეკა შიოლაშვილი. ოხანაშვილი ციანიდის საქმეში პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, არ იძებნება და […]

ნინო გეგელაშვილსა და გიორგი გოგებაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ – ”გიორგიმ ჩემს საქმიანობაზე არაფერი იცოდა”

ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების გასაღების საქმეზე დაკავებულ ნინო გეგელაშვილსა და გიორგი გოგებაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. მათ გამოძიება ჯგუფურად ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოტროპული პრეპარატების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას ედავება. როგორც “ინტერპრესნიუსს” ბრალდებულების ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ განუცხადა, გეგელაშვილი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, გოგებაშვილი კი არ აღიარებს. კერძოდ, ადვოკატის თქმით, ნინო გეგელაშვილი აღიარებს, რომ ფსიქოტროპულ საშუალებებს ასაღებდა, თუმცა ნარკოტიკების შეძენა-შენახვასა და […]

დიდ დიღომში ახალგაზრდა ქალი სახურავიდან გადმოხტა

დიდ დიღომში ახალგაზრდა ქალი სახურავიდან გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიენა სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე საბოლოო განაჩენი მოსამართლემ 1 ივნისამდე უნდა გამოიტანოს

თბილისში ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ საბოლოო განაჩენი პირველ ივნისამდე უნდა დაადგინოს. ერთ-ერთი ბრალდებული მოზარდის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ სასამართლო პროცესები ფინალურ ეტაპზეა. მისივე თქმით, გამოძიება არასწორად და ცალმხრივად წარიმართა. კაკაბაძე ამბობს, რომ ორი ბრალდებულის ნაცვლად მინიმუმ ოთხი ბრალდებული უნდა იყოს. “ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ დაჭრის ფაქტს. ვინაიდან ამ ინფორმაციას […]