კატეგორია: სამართალი

თბილისში საფრანგეთის მოქალაქის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული რ.მ. ცხელ კვალზე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 5 მაისს, ღამით, თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა საფრანგეთის მოქალაქეს, 1988 […]

ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში მისი შვილი დედინაცვალს ადანაშაულებს – ვიდეო

ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ბიზნესმენის შვილი მის დედინაცვალს ადანაშაულებს. როგორ გადაფორმდა ხარძიანის მილიონობით ლარის ქონება მისი ცოლის დაქალების სახელზე – ვრცლად დღეს საღამოს შაბათის კურიერში. https://www.facebook.com/rustavi2/videos/1958486074195468/

მარკეტში ხელყუმბარის შეგდებისთვის დაკავებული და ისევ გამოშვებული პირი ქურდობაზე ამხილეს

ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში მომხდარი ქურდობის ფაქტზე ორი პირია მხილებული. არსებული ინფორმაციით, აქედან ერთი, ორი თვის წინ სოფელ შემოქმედში მდებარე მარკეტში ხელყუმბარის შეგდების ფაქტზე იყო დაკავებული, თუმცა ის მალევე საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს. მეორე კი, სოფელ ბახვში მცხოვრები პირია. როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, ქურდობის ფაქტზე ორი პირია მხილებული და გამოძიება […]

ბესო ომიაძის მკვლელობისთვის დაკავებული ლევან ბუზიაშვილი კლინიკიდან იზოლატორში გადაიყვანეს

მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ლევან ბუზიაშვილი კლინიკიდან წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ბუზიაშვილის გარდა სისხლიანი დაპირისპირების არც ერთი მონაწილე დაკავებული არ არის, მათ შორის, არც გარდაცვლილის მეგობრები, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან ომიაძის მანქანით გაიქცნენ. საქმის მასალების მიხედვით, 45 წლის ბესო ომიაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა ცოლის ყოფილი მაზლი მას შემდეგ მოკლა, რაც ბესო ომიაძე 2 მეგობართან ერთად […]

გენერალ სამსონ ქუთათელაძის ძმისშვილი, თენგიზ ქუთათელაძე, ფონიჭალაში გარდაცვლილი იპოვეს

ფონიჭალის დასახლებაში გენერალ სამსონ ქუთათელაძის ძმისშვილი, თენგიზ ქუთათელაძე, გარდაცვლილი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა, ქუთათელაძის გარდაცვალების მიზეზი. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ გენერალი სამსონ ქუთათელაძე რუსთავის ბაზრობის მეწილე გახლდათ საკუთარ კაბინეტში 15 იანვარს მოკლეს. უკავშირდება თუ არა […]

“ბავშვი ბიძას გამოუტყდა, რომ დედა და მისი ქმარი ისე იქცეოდნენ… ბესიკიც იმიტომ იყო იქ ჩასული” – რა გახდა ხაშურში მომხდარი მკვლელობის მიზეზი

იმედინიუსისთვის ხაშურში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ბესიკ ომიაძის ყოფილმა რძალმა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, საკუთარი სამი შვილიდან ერთ-ერთი, 8 წლის ბიჭი, ბესიკის სახლიდან თავის სახლში მამინაცვლის გასაცნობად წაიყვანა. სახლში დაბრუნებული ბავშვი 24 საათის განმავლობაში უტყვი და ურეაქციო იყო. ბოლოს ბიძას და ბიცოლას გამოუტყდა, რომ დედა და მისი ქმარი ბავშვის თვალწინ ისე იქცეოდნენ, რამაც […]

”კახა ძნელაძე ლუდს სვამდა, როდესაც მიხეილ იაშვილმა ზურგიდან ესროლა” – სასამართლომ იაშვილს 15 წელი მიუსაჯა

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარებაში მიხეილ იაშვილი დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით. ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომებზე ბრალდებულ მიხეილ იაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება გამოიკვლია: დაიკითხა […]

„ქართული მარშის“ ექვსივე წევრი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა – ხმაური დარბაზში

„ქართული მარშის“ ექვსივე წევრი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ გადაწყვეტილება არ შეცვალა და გიორგი ონიანს, ლუკა ნაცვლიშვილს, მიხეილ ამისულაშვილს, ლადო სადღობელაშვილსა და ბექა რევაზიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ნაკლებად მძიმე ღონისძიებით არ ჩაუნაცვლა. მოსამართლის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ დარბაზში ხმაური გამოიწვია. „ქართული მარშის“ წევრებმა მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს. შეგახსენებთ, რომ 19 მარტს „ქართული მარშის“ წევრებმა ტელეკომპანია „რუსთავი […]

სასამართლომ ”აიისას” დამფუძნებელი ანი გაჩეჩილაძე 500 ლარით დააჯარიმა და არაეთიკური რეკლამების ბაზრიდან ამოღება დაავალა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სამართალდამრღვევად ცნო „აიისა“-ს დამფუძნებელი, ინდ. მეწარმე ანი გაჩეჩილაძე და იგი 500 ლარით დააჯარიმა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, ინდ.მეწარმემ, „აიისა“-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, ასევე წარმოებულ პროდუქციაზე განათავსა არაეთიკური რეკლამა. „სამართალდარღვევის ოქმის განხილვისას, სასამართლომ, წარმოებულ პროდუქციაზე განთავსებული რეკლამა, რეკლამის […]

ნუგზარ კახიძის მკვლელობაში ბრალდებულ გ.ჩ.-ს პატიმრობა შეეფარდა და მისი ძებნა გამოცხადდა

ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ ძებნა გამოცხადდა – ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.”2018 წლის 2 მაისს საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტზე გ.ჩ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა საქართველოს […]