კატეგორია: სამართალი

ფენტანილი მეფედრონის ნაცვლად – ნარკოტიკი, რომელსაც ახალგაზრდების სიცოცხლე შეეწირა, სავარაუდოდ, ბიოჰეროინია

ნარკოლოგთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ნარკოტიკული საშუალება, რამაც ერთი დღე-ღამის განმვალობაში სამი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, არა მეფედრონი, არამედ ფენტანილია. სპეციალისტების თქმით, ფენტანილი, რომელსაც ბიოჰეროინსაც უწოდებენ,  ძალზე ძლიერი ნარკოტიკია. ის ხშირ შემთხვევაში ჰეროინის სახით იყიდება, რის გამოც მისი დოზირება ვერ ხერხდება, რაც ნარკომომხმარებლის სიკვდილს იწვევს. – არ ვიცით, რა ნარკოტიკია და ეს ყველაზე ცუდია.  ჩვენი ვარაუდით და კლინიკა რაც […]

”აყურებინეთ იაგოს „კლასიკო“! – “ბარსელონას” ფან-კლუბის წევრებმა დიღმის პოლიციასთან აქცია მოაწყვეს

აყურებინეთ იაგოს „კლასიკო“, – ამ მოთხოვნით საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” ფან-კლუბის წევრებმა დიღომში, პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორთან აქცია გამართეს. აქციის ორგანიზატორების თქმით, პოლიტიკური პარტია “გირჩის” დაკავებული წევრი იაგო ხვიჩია საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” გულშემატკივარია. მათივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი იმართება, ისინი მიმართავენ სამართალდამცველებს, იაგო ხვიჩიას საფეხბურთო მატჩის ყურების უფლება მიეცეს. – […]

ოზურგეთში, მდინარე აჭში, 47 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ოზურგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში, 47 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვნეს. გარდაცვლილი ადგილობრივი მკვიდრია. მას ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა, დღეს დილით კი მამაკაცის ცხედარს მდინარე აჭში მიაკვლიეს. ცხედარი მისმა ძმამ და ბიძაშვილმა იპოვნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვლილ მამაკაცს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. რუსთავი […]

პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემისთვის შსს-მ საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1967 წელს დაბადებული ი.ქ. და თურქეთის მოქალაქე, 1964 წელს დაბადებული ფ.ი., პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება ჯარიმით ან 2-დან […]

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 10 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბანგლადეშის 5 და საქართველოს 1 მოქალაქე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, ახალციხის სამმართველოს ჭარალის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე დააკავეს. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე, ვალეს სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბანგლადეშის 3 და აზერბაიჯანის 1 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მათ […]

ზუგდიდში საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსის 4 მძღოლი დააკავეს

ზუგდიდში რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროავტობუსის 4 მძღოლი დააკავეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 126-ე – ძალადობის და 150-ე – იძულების მუხლით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სხვადასხვა ავტოსადგურის მძღოლები ერთმანეთს გუშინ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლები კერძო სადგურების დახურვას მოითხოვენ. ისინი უკვე მეორე დღეა გაფიცულები არიან […]

ვინ არიან თბილისში გარდაცვლილი ლევან კალანდაძე და კახა კიკნაძე, რომელთა სიკვდილის მიზეზად, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება სახელდება

თბილისში გარდაცვლილი ახალგაზრდები, რომლებიც სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერების ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალნენ, ლევან კალანდაძე და კახა კიკნაძე არიან. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ლევან კალანდაძე ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო მარჯანიშვილის ქუჩაზე, ასევე საკუთარ ბინაში – კახა კიკნაძე. როგორც „კვირას“ სამინისტროში განუცხადეს, ორივე შემთხვევა დღეს მოხდა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 2018 წლის 5 […]

შსს: შეიარაღებული კაცი ვალუტის პუნქტს აყაჩაღებდა, მისი შეჩერება მეზობლებმა სცადეს

პოლიციამ ბათუმში ყაჩაღობაში ბრალდებული 30 წლის კაცი დააკავა. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა გუშინ, 4 მაისს, ბათუმში, „სავაჭრო ცენტრში მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, მოლარეს იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვა“. შს სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის მეზობლად მდებარე მაღაზიის თანამშრომლებმა თავდამსხმელის შეჩერება სცადეს, თუმცა მან გაქცევა მოახერხა: „შენობის გარეთ გასული ბრალდებულის შეჩერებას იქვე მყოფი თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ოფიცერიც […]

ელისო კილაძე ნარკოტიკის ჩადების სავარაუდო ფაქტს ასაჯაროებს

ელისო კილაძე, პგაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე ნარკოტიკის ჩადების სავარაუდო ფაქტს ასაჯაროებს. კილაძის განცხადებით, მას უცნობმა პირმა რედაქციაში ვიდეომასალა მიუტანა. ვიდეომასალით გაირკვა, რომ მასზე ლაშა ვაშაკიძის დაკავებაა ასახული, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ დააკავეს. ჩანს, რომ მას სამოქალაქო ფორმში ჩაცმული 5 პირი აკავებს, სადაც სავარაუდოდ ნარკოტიკის ჩადების ფაქტი იკვეთება. „ჩემთვის უცნობმა პირმა გადმომცა დისკი […]

თავდასხმა უცხოელ ტურისტზე – თბილისში ინგოროყვას ქუჩაზე საფრანგეთის მოქალაქე დაჭრეს, დაკავებულია თავდამსხმელი

თავდასხმა უცხოელ ტურისტზე – თბილისში ინგოროყვას ქუჩაზე სართანგეთის მოქალაქე დაჭრეს. თვითმხილველთა თქმით, თავდასხმის მიზანი სავარაუდოდ, თანხის გამოძალვა იყო. თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული რ.მ. ცხელ კვალზე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების […]