3 მაისს, ქუთაისის ერთ-ერთ ბარში თამბაქოს მოწევის გამო პოლიცია იქნა გამოძახებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თამბაქოს კანონის დარღვევის გამო ერთი პირი დააჯარიმეს, ორი კი, რომლებმაც მოწევის შეწყვეტაზე უარი განაცხადეს და პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს, დააკავეს. ორივე მათგანი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი […]
კატეგორია: სამართალი
კიბერთავდასხმა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სერვერზე – წაშლილია მონაცემთა მთელი ბაზა
კიბერთავდასხმა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სერვერზე. კურიერის ინფორმაციით, წაშლილია მონაცემთა მთელი ბაზა. ამ დროისათვის ბლოკირებულია სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ვებგვერდი და ის ინტერნეტ სივრცეში ხელმისაწვდომი არ არის. კიბერთავდასხმის შესახებ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა სატელეფონო საუბარში ადასტურებენ რომ მათ მონაცემთა ბაზებს პრობლემები აქვს. კითხვაზე შეექმნება თუ არა ფრენებს პრობლემები მონაცემთა ბაზების წაშლის გამო, […]
მარეკ დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვიაჩესლავ კაზიევი ცხინვალის პოლიციას ჩაბარდა
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ არცევში 16 იანვარს მოკლული მარეკ დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ე.წ სამართალდამცავებს ჩაბარდა. 33 წლის ვიაჩესლავ კაზიევი, რომელიც ასევე, არცევის მკვიდრია, სოფელ არცევის პოლიციაში 28 აპრილს მივიდა, მარეკ დუდაევის მკვლელობა აღიარა და ე.წ სამართალდამცავებს მკვლელობის იარაღი ჩააბარა. ის ცხინვალის რაიონის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებით, […]
თბილისის მერიის 3 თანამშრომელი და ერთ-ერთი კომპანიის 2 ხელმძღვანელი თაღლითობისთვის პასუხისგებაში მისცეს
სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე საგამოძიებო სამსახურმა ხუთი პირი პასუხისგებაში მისცა.„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ-ერთი კომპანიის ორი ხელმძღვანელი პირი, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე […]
სუს-მა თაღლითობისთვის მარტვილის მერიის 1 წარმომადგენელი დააკავა და 6 პირი ამხილა
მარტვილში მიწის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი დააკავეს და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე დანაშაულში ამხილეს მარტვილის მერიის 6 მაღალჩინოსანი და ქონების ეროვნული სააგენტოს 1 თანამშრომელი. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ი ავრცელებს „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თაღლითობის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მარტვილის […]
მარგველაშვილი – “მაკას ძმა ნამდვილად შევიწყალე”
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საჯაროდ აღიარა, რომ მან ნამდვილად შეიწყალა თავისი მეუღლის, მაკა ჩიჩუას ძმა მიხეილ მგალობლიშვილი. მისი შეწყალების მიზეზი პრეზიდენტმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განმარტა. – ერთი ადამიანი შევიწყალე და ეს იყო მაკას ძმა. ანალოგიური ბრალდებით არაერთი პატიმარი მყავს შეწყალებული. იყო ფაქტორი რომ იყო მაკას ძმა? რა თქმა უნდა, ვიცნობდი ადამიანს. როდესაც მე ვიღაცა რეკომენდაციას მეუბნება, […]
ბესიკ ომიაძის მკვლელობისთვის ნინო ამყოლაძის ქმარი, ისრაელის მოქალაქე ლ.ბ. კლინიკაში დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირი ,,ახალ კლინიკაში“ დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მომხდარ ბესიკ ომიაძის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი – 1984 წელს დაბადებული ლ.ბ. ხაშურის „ახალ კლინიკაში“ დააკავეს. მის პალატასთან პოლიციის თანამშრომლები განთავსდნენ და მეთვალყურეობას უწყვეტ რეჟიმში გაუწევენ. გამოძიების ინფორმაციით, […]
მიხეილ იაშვილი კახა ძნელაძის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა გასულ წელს, 16 აგვისტოს, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილი ჩადენილ დანაშაულში ერთხმად დამნაშავედ ცნეს. გამოძიება იაშვილს განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარებას ედავებოდა. გამოძიებით დგინდება, რომ მიხეილ იაშვილმა დღის საათებში კახა ძნელაძე ცეცხლსასროლი იარაღით მაშინ მოკლა, როდესაც ის მეგობრებთან ერთად ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში იმყოფებოდა. საქართველოს […]
„რა ვერ მოინელა ჩემი მეორედ გათხოვება… გაიქცნენ და ყელგამოჭრილი დატოვეს აქ“ – ხაშურში მომხდარი მკვლელობის დეტალები
ხაშურში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ. სოფელ ალის მოსახლეობის ინფორმაციით, მოკლული ბესიკ ომიაძე 45 წლის იყო. როგორც მეზობლების მონაყოლიდან ირკვევა, მოქალაქე ნინო ამყოლაძეს, პირველი ქმრის ძმამ მიაკითხა და სამ პირთან ერთად ომიაძეების ოჯახში შეიჭრა. ინცინდენტისას სახლში ამყოლაძის მეუღლე, მაზლი და დედამთილი იმყოფებოდნენ. დაპირისპირებისას დაიჭრა ბესიკ ომიაძე, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ინცინდენტისას დაიჭრნენ ქალის ამჟამინდელი ქმარი […]










