სტამბოლის სკვერში 47 წლის ლუხუმ ჯანჯარია ყელგამოჭრილი ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს

სტამბოლის სკვერში 47 წლის ლუხუმ ჯანჯარია ყელგამოჭრილი ხეზე ჩამოკიდებული იპოვესთურქეთში 47 წლის საქართველოს მოქალაქე – ლუხუმ ჯანჯარია მოკლეს. ოჯახის მონაყოლის მიხედვით, ჯანჯარია იზმირში, ერთ-ერთი ქართველის მიწვევით ჩავიდა და მას მთებში მუშაობა უნდა დაეწყო.
გარდაცვლილის ოჯახის თქმით, მამაკაცს პირობები და ანაზღაურება არ მოეწონა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა, რომელიც მკვლელობით დასრულდა.

ლუხუმ ჯანჯარია სტამბოლის სკვერში ყელგამოჭრილი იპოვეს. მამაკაცს სახეზე დაზიანებები და ყელი, სავარაუდოდ, ბასრი დანით აქვს გამოჭრილი.

ოჯახი ვარაუდობს, რომ  ჩხუბი და მკვლელობა იზმირში მოხდა, კვალის დაფარვის მიზნით კი მოკლული მამაკაცის ცხედარი სტამბოლში წაიღეს და ხეზე ჩამოკიდეს.

ოჯახი ობიექტურ გამოძიებას თურქულ პოლიციას სთხოვს. მათი მოთხოვნაა, დაიკითხოს ის მამაკაცი, რომელმაც ლუხუმ ჯანჯარია სამუშაოდ წაიყვანა.

ნიუპოსტი, რუსთავი 2