პარლამენტის შენობასთან 2 ახალგაზრდის დაჭრის შესახებ შსს-მ განცხადება გაავრცელა: “მიმდინარე წლის 1 მაისს თბილისში, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა 1989 წელს დაბადებულ გ.ს.-ს და 1998 წელს დაბადებულ ა.ხ.-ს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ორივე პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. პირველადი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ […]
კატეგორია: სამართალი
პარლამენტთან 2 ახალგაზრდა დაჭრეს
თბილისში, პარლამენტთან, ორი ახალგაზრდა დაჭრეს, არსებული ინფორმაციით ერთ-ერთი არასრულწლოვანია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას ცივი იარაღით ჭრილობები, სავარაუდოდ, თანატოლმა მიაყენა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მობილიზებულნი არიან ექსპერტ-კრიმინალისტები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. თვითმხილველების განცხადებით, აღნიშნული ფაქტი შელაპარაკებას მოჰყვა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნიუპოსტი
საკრებულოს ყოფილ დეპუტატ ზურაბ ნეფარიძეს 11 წელი მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გამოძალვით ქრთამის აღების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითურად დიდი ოდენობით თანხის დაუფლებისა და შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე ბრალდებული ზურაბ ნეფარიძე დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი), 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და 169-ე […]
“ბავშვს უთქვამს, დანა მომაწოდა, დედას დაარტყიო და დანა დამარტყმევინაო” – თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობის ახალი დეტალები
ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თამარ გამრეკელაშვილის მამის თქმით, მკვლელობაში ბრალდებულმა ვეფხვია ბაქრაძემ მკვლელობაში მონაწილეობა მოკლულის ერთ-ერთ შვილსაც მიაღებინა. ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მოკლულის მამამ განაცხადა. „ ამ საღამოს გავიგე, რომ ბავშვს უთქვამს, დანა მომაწოდა, დედას დაარტყიო და დანა დამარტყმევინაო. ამის ირგვლივ მსჯელობას ბავშვებთან გაურბის ჩვენი ოჯახი და ჯერჯერობით ბევრი რამ დასადგენია. ეს დამნაშავე რა […]
“ბასიანიდან” გასული გოგონას გარდაცვალებაზე კლუბის მფლობელი ზვიად გელბახიანი პასუხისმგებლობას არ იღებს
თბილისში ახალგაზრდა გოგონა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების „მეფედრონის” მოხმარების შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა შაბათს, გამთენიისას მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გოგონას გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა დეტალებსა და ვერსიებზე უწყება არ საუბრობს. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, იმავე ნარკოტიკული საშუალებებით გარდაცვლილია კიდევ ერთი ახალგაზრდა, ორივე ახალგაზრდას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს ადასტურებს. – გარდაცვალების ფაქტს ვადასტურებთ. რაც შეეხება, რითი არიან […]
„მკვლელი მარილის“ კიდევ ერთი მსხვერპლი – გარდაცვლილია 21 წლის გოგონა
„მკვლელი მარილის“ კიდევ ერთი მსხვერპლი – გავრცელებული ინფორმაციით, ახალი თაობის ნარკოტიკ „მეფედრონს“ 21 წლის გოგონას სიცოცხლე შეეწირა. შემთხვევა გუშინ, გვიან საღამოს მოხდა. გარდაცვლილის ახლობლების მონაყოლის თანახმად, კლუბიდან დაბრუნებული ახალგაზრდა ძილში გარდაიცვალა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაშია კიდევ 8 ადამიანი – ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოებში გადაიყვანა, აქიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ფლობენ […]
ქმარი საკუთარ მეუღლეს უცხო მამაკაცებთან სექსს აიძულებდა
მეუღლე საკუთარ ცოლს სხვა მამაკაცებთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა. ქალმა მოძალადესთან ერთად თითქმის 10 წელი გაატარა. 15 წლის ელენე ცოლად 6 წლით უფროს ლაშას გაჰყვა. როგორც თავად ამბობს, სკოლაში მეათე კლასიდან აღარ უვლია და მეუღლე მას სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდა. გოგონას საკუთარ მშობლებთან ურთიერთობასაც უშლიდა. ორი მცირეწლოვანი ბავშვი ოჯახში ძალადობის თვითმხილველები მუდმივად იყვნენ. ელენე ყვება, […]
პოლიციელების შეურაცხყოფა და დაუმორჩილებლობა – ჯიქიას ქუჩაზე ერთი პირი დააკავეს
თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე, საპატრულო პოლიციამ დაუმორჩილებლობისა და სამართალდამცველების შეურაცხყოფისთვის ერთი პირი დააკავა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, დააზიანა საპატრულო პოლიციის მანქანა და პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. “იდგა პატრული, მოვიდა ეს მოქალაქე ფეხით, დაუწყო მანქანას წიხლების რტყმა, დედის გინება, აქ რას დგახართო, რას აკეთებთო. თხოვეს ერთხელ თავი გაგვანებეო, თხოვეს მეორედ, თხოვეს მესამედ,“ – ამბობს […]
ერთი თვის განმავლობაში შსს-მ 150-მდე ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ერთი თვის განმავლობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების 324 ფაქტზე გამოძიება დაიწყოშინაგან საქმეთა სამინისტრო, საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აქტიურად განაგრძობს პრევენციულ ღონისძიებებს. სამართალდამცველებმა ბოლო 1 თვის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების 324 ფაქტზე გამოძიება დაიწყეს. 72 პირის მიმართ […]
იტალიაში საქართველოს სამი მოქალაქე ქურდობისთვის დააკავეს
იტალიის ქალაქ მანტოვაში საქართველოს სამი მოქალაქე ქურდობისთვის დააკავეს. როგორც გამოცემა Gazzetta di Mantova იუწყება, ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე პოლიციამ შეტყობინება მიიღო იმის თაობაზე, რომ რამდენიმე უცხოელი, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში, გამვლელებს ავიწროებდა. ერთ-ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე, მათ 37 წლის საქართველოს მოქალაქე, ვინმე ნ.ა დააკავეს. თუმცა, პოლიციაში გადაყვანის შემდეგ გაუშვეს. მოგვიანებით პოლიციაში კიდევ ერთი მოწმე გამოჩნდა, […]










