გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მაგთის ოფისი გატეხეს. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა სავარაუდოდ წუხელ გვიან ღამით მოხდა. ოფისიდან მობილური ტელეფონებია წაღებული. როგორც შსს პრესსამსახურში აცხადებენ, გამოძიება ქურდობის მუხლობით დაიწყო, რაც 3 დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ნიუპოსტი