სარფში 84.272 ლარის არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

სარფში 84.272 ლარის არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინესფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფში 84.272 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

კერძოდ, როგორც უწყებაში განმარტავენ, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილების, საბაჟო კონტროლის ფარგლებში განხორციელებული დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 745,62 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 84.272, 49 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.