ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული ხუთივე პირი პატიმრობაში დატოვეს

ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებული ხუთივე პირი პატიმრობაში დატოვესქოლ ცენტრების საქმეზე დაკავებული ხუთივე პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მათი ადვოკატები 40 ათას  და 50 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ევროკავშირის მოქალაქეების ძარცვის ბრალდებით დაკავებულებმა პროცესზე დანაშაული აღიარეს და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს, თუმცა არც ერთს არ უთქვამს ვისი დავალებით მოქმედებნენ და ვინ არიან  თაღლითური სქემის მფარველები.

პროკურატურამ, შსს-სთან ერთად, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე 5 ადამიანი გუშინ დააკავა. უწყების ცნობით, ისინი თაღლითურად ეუფლებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეების დიდი ოდენობის თანხებს და მათ ლეგალიზებას ახდენდნენ.

14 თებერვალს, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა სუსის ხელმძღვანელი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მიიწვია, რათა მისთვის კითხვები ამ დანაშაულთან დაკავშირებით დაესვათ. ხაბეიშვილმა კონკრეტული მისამართებიც დაასახელა, სადაც ქოლ ცენტრები მდებარეობს. ხაბეიშვილის მტკიცებით, ტრანსნაციონალურ დანაშაულს  სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობს საქართველოში.

ტვ პირველი