კატეგორია: სამართალი

მამუკა ცინარიძე – “ერეკლე კოდუამ ვალერი გელაშვილის ცემისთვის სპეცრაზმელებს 500-500 დოლარი მისცა”

ვალერი გელაშვილის საქმის მოწმე მამუკა ცინარიძის მიერ მიცემული ჩვენება გასაჯაროვდა. მასზე შუამდგომლობა პროკურორებმა დააყენეს და მოსამართლე შორენა გუნცაძემ ის დააკმაყოფილა. მამუკა ცინარიძემ საქართველო 2016 წელს დატოვა და მასთან ვერც ოჯახის წევრები და ვერც საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები დაკავშირებას ვერ ახერხებენ. დაუდგენელია მისი ადგილსამყოფელი და ამიტომ ამოწურულია სასამართლოს წინაშე წარდგენის ყველა შესაძლებლობა. შესაბამისად, ბრალდების მხარის შუამდგომლობას მოსამართლე დაეთანხმა. […]

რუსთავში თურქეთის მოქალაქემ 21 ცალი ყალბი 100 დოლარიანი გაასაღა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის შენახვა – გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქალაქ რუსთავში, ჯამში 2.100 აშშ დოლარის ოდენობის 21 ერთეული ყალბი ასდოლარიანი  კუპიურა გაასაღა. საქმეზე  მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, […]

მაყვალა ხურციძე – “ჩემი შვილი გაწირეს”

– შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩემი შვილი გაწირეს და არავის აინტერესებს, მათ შორის არაფერს აკეთებს ხელისუფლება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქართველი მოკრივის ავთანდილ ხურციძის დედამ მაყვალა ხურციძემ განუცხადა. მისი თქმით, ნიუ-იორკის სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალები არ იცის, რადგან ადვოკატთან ჯერ არ უსაუბრია. – გავოცდით როცა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ შევიტყვეთ. ვფიქრობ, ეს საქმე ასე არ დარჩება, ავთოს არანაირი […]

აშშ-ის სასამართლომ ავთანდილ ხურციძე პატიმრობაში დატოვა

ნიუ-იორკში დაკავებული ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ ის გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლა და გადაწყვეტილების გამოცხადებისას ბრალდებულის მხრიდან ქვეყნის დატოვების საფრთხეებზე ისაუბრა. ქართველი სპორტსმენები, რომლებიც ხურციძეს თავდებში დაუდგნენ აცხადებენ რომ ბრალდება აბსურდულია. ქართველი სპორტსმენები ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე, აშშ-ში საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის, თაღლითობის მომზადებისა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით გასული […]

დოდო გუგეშაშვილი – “ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე გახარიას ნახვა მინდა”

– როდესაც საქმეს ვეცნობოდით, რამდენიმე საინტერესო დეტალი გამოიკვეთა, ამასთან დაკავშირებით მინდა შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავაყენო საქმის კურსში, – ამის შესახებ თადარიგის პოლკოვნიკმა დოდო გუგეშაშვილმა გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. – საკმაოდ დიდი დრო გავიდა, თუმცა, შეიძლება არც ისე დიდი დრო იყოს გამოძიებისთვის და ასეთი საზარელი მკვლელობისთვის, რომელიც ცხელ კვალზე ვერ გაიხსნა ობიექტური მიზეზების […]

ბათუმში 37 წლის ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსის ბინაში 37 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მეზობლების ინფორმაციით, საცოვრებელი კორპუსის სადარბაზოში სპეციფიური სუნი იყო, რის გამოც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გამოიძახეს. ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ კრიმინალისტები არიან მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირველადი […]

ეკა მესხიძე – ”პაპუნა უგრეხელიძის ბრალდებები აბსურდულია”

საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომელი ეკა მესხიძე პაპუნა უგრეხელიძის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. ეკა მესხიძე, რომელიც საჯარო რეესტრის ყოფილ უფროსს პაპუნა უგრეხელიძეს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს, პირველ არხთან დამატებით კომენტარს აკეთებს. ის მზადაა, საქმე სასამართლოში გაგრძელდეს. – ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლამ შედეგი გამოიღო და პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა. ეს იყო პასუხი ყველა იმ ცრემლისთვის, ყველა იმ ტკივილისთვის, […]

პაპუნა უგრეხელიძე – ”ეკა მესხიძე სექსუალურ შევიწროებას იმიტომ მაბრალებს, რომ მისი ქმარი ზურაბ ყიფიანი სამსახურიდან გავუშვი”

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პაპუნა უგრეხელიძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა და განაცხადა, რომ მისი ყოფილი თანამშრომლის მხრიდან სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით გაკეთებული ბრალდებები შურისძიებაა. – ეს ბრალდებები არის შურისძიება იმის გამო, რომ ე. მესხიძის მეუღლე ზურაბ ყიფიანი (ნაციონალური მოძრაობის წევრ ლევან ბეჟაშვილის ცოლის ძმა), რომელიც რეესტრში 2010 წელს დაინიშნა, 2016 წლის 22 […]

პაპუნა უგრეხელიძე გადადგა – ”უნდა ვებრძოლო ტყუილს, რომელიც ქალთა უფლებების სახელით ხორციელდება”

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პაპუნა უგრეხელიძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან განცხადება თავის „ფეისბუკის“ გვერდზე გაავრცელა. „ვთავისუფლდები საჯარო მოხელის სტატუსისგან, რომ არ ვიყო განცხადებებში შებოჭილი, თავისუფლად ვილაპარაკო სიმართლე და ვებრძოლო ტყუილს, რომელიც ქალთა უფლებების სახელით ხორციელდება” – წერს უგრეხელიძე. იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პგანცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, დააკმაყოფილა. ინფორმაციას “ლიბერალი” ავრცელებს. 24 […]

დანაშაულის დაფარვის და ცრუ ჩვენებისთვის სასჯელი მკაცრდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მკაცრდება სასჯელები დანაშაულის დაფარვის, დანაშაულის შეუტყობინებლობის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენების მიცემისთვის. ცვლილების აუცილებლობა განაპირობა საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობის კუთხით პრაქტიკაში არსებულმა პრობლემებმა და ზემოაღნიშნულ დანაშაულებზე, ქმედების ხასიათთან სასჯელების შეუსაბამობამ. დღეს მოქმედი კანონით, ყველა კატეგორიის (ნაკლებად მძიმე, მძიმე, განსაკუთრებით მძიმე) დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობისთვის ერთი და იგივე სანქციაა […]