კატეგორია: სამართალი

თბილისში შენობის უნებართვოდ გადაღებვაზე ჯარიმა 500 ლარი იქნება

თბილისში შენობის უნებართვოდ გადაღებვა მოქალაქეს 500 ლარი დაუჯდება. ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის განხილვას პარლამენტი უახლოეს დღეებში დაიწყებს. კანონპროექტით, თბილისის იერსახის თვითნებური შეცვლა, მათ შორის, შენობა-ნაგებობის ფერის შეცვლა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ნაცვლად 200 ლარისა. 200 ლარიანი ჯარიმა იერსახის შეცვლასა და მათ შორის შენობების უნებართვოდ გადაღებვაზე ქვეყნის დანარჩენ ტეროტორიაზე უცვლელად დარჩება.

ავთანდილ ხურციძის სასამართლო აშშ-ში დღეს გაიმართება

აშშ-ში დაკავებული ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. SPORTALL.GE ხურციძის მეგობარზე, MMA-ს მებრძოლ მერაბ დვალიშვილზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს გადაწყდება გაათავისუფლებენ თუ არა ქართველ მოკრივეს გირაოს სანაცვლოდ. დვალიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი მოკრივის სურვილია, ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველები და ჟურნალისტები სასამართლო პროცესს დაესწრონ. შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში, 2017 წლის წლის ივნისში 15 […]

მაქსიმე გვარმიანი ნენსკრა ჰესის ტერიტორიაზე ავტომატის სროლით შეიჭრა

მესტიის პოლიციის თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული მაქსიმე გვარმიანი ძალადობით სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ჭუბერში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული სოფელ ჭუბერში, იტალიური კომპანია „სალინი იმპრეჯილოს“  ტერიტორიაზე ავტომანქანით შეიჭრა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა და მიიმალა. შსს-ს ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება მიმდინარეობს ცეცხლსასროლი […]

“თეა წულუკიანი პაპუნა უგრეხელიძეს ხელს აფარებს” – მინისტრი უგრეხელიძეს დღეს შეხვდება

სექსუალური შევიწროების საქმე გრძელდება – პაპუნა უგრეხელიძისა და თეა წულუკიანის შეხვედრა სავარაუდოდ დღეს გაიმართება. როგორც იუსტიციის მინისტრმა გუშინ განაცხადა, მას უხერხული კითხვებიც აქვს პაპუნა უგრეხელიძესთან და მისგან პასუხები უნდა მოისმინოს. მინისტრს ოპონენტები აკრიტიკებენ. – ქალბატონი თეა იტყუება, როდესაც საუბრობს, რომ ახლა დალაპარაკებას აპირებს, იმიტომ, რომ ომბუდსმენის აპარატში 2017 წლის გაზაფხულიდან თურმე ეს საქმე დევს და […]

„ უამრავი ადამიანის წამებაში მხილებული ნარჩემაშვილი კანონმდებლად გვევლინება”

“გურიის მოამბის” ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია, ოზურგეთის პოლიციის მთთავარ სამმართველოში მომხდარ ცემის ფაქტზე, “ენმ”-ის ადგილობრივი ლიდერი და საკრებულოს დეპუტატი, დავით მჟავანაძე ეხმაურება. 35 წლის მამაკაცის ცემის ფაქტს დეპუტატი თავად სახელისუფლებო გუნდის მიერ დაშვებული შეცდომების შედეგად ინსტიტუციების ნგრევას მიაწერს და სამართალდამცველებს მოძალადეებად მოიხსენიებს: – სრული სვლით უკან წარსულში!!!! პოლიციის მიერ დაკავებული პირის პოლიციისავე შენობაში ცემით […]

რუსთავში დედას და მის მეგობარ მამაკაცს 15 წლის გოგონას მიმართ ძალადობაში ადანაშაულებენ

ძალადობის შემთხვევა რუსთავში – დედას და მის მეგობარ მამაკაცს 15 წლის გოგონას მიმართ ძალადობაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.ფაქტის შესახებ ინფორმირებულია სოციალური მომსახურების სააგენტო. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ბავშვთან მუშაობს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს. ასევე 11 პრიმა 141-ე მუხლით, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას […]

რუსთავში 50 წლის მამაკაცმა საქართველოს ბანკის დაყაჩაღება სცადა – ვიდეო

ცოტა ხნის წინ რუსთავში მეგობრობის გამზირზე საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღება სცადეს. 50 წლამდე მამაკაცი ბანკში შეიჭრა და თანხა მოითხოვა. არსებული ინფორმაციით ბანკის დაცვამ დროულად მოახერხა რეაგირება. ადგილზე მობილიზებული იყო დაცვის, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. მამაკაცის დაკავება დროულად მოხერხდა. ინფორუსთავი

35 წლის ჯაბა წეროძე ოზურგეთის პოლიციაში ცემეს – ნასვამმა მამაკაცმა პოლიციაში კომპიუტერი დააზიანა

“ნიუპოსტის” რეგიონალური კორესპოდენტის ცნობით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მცხოვრები 35 წლის ჯაბა წეროძე 112-ის ბრიგადამ ოზურგეთის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი პოლიციამ სასტიკად სცემა. წეროძეს ახლობლები პირად საუბარში აღნიშნავენ, რომ ნასვამ მდგომარეობაში მამაკაცმა ოზურგეთის პოლიციაში კომპიუტერი დააზიანა და ვარაუდობენ, რომ პოლიციის რეაქცია სწორედ ამას მოჰყვა. დაშავებულის ადვოკატი, […]

დოდო გუგეშაშვილი – ”მკვლელმა ლიფტში სელფის გადაღება მთხოვა” – მკვლელობის ახალი დეტალები

თადარიგის ვიცეპოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი მის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიიდან 48-ე დღეს ,,ნიუპოსტთან“ შვილის მკვლელთან დაკავშირებით დეტალებს იხსენებს. გუგეშაშვილი ამბობს, რომ მკვლელს რამდენიმე დღით ადრე სელფის გადაღებაზე უარი უთხრა, მისივე ვარაუდით, მკვლელი შესაბამის მომენტს ელოდა, რომ დედა-შვილი ერთად მოეკლა. – მკვლელობამდე ეს არაკაცი 5 თებერვალს იმყოფებოდა სახლში, ჩემმა ვაჟმა დამირეკა და მითხრა, მოსულია და გელოდებაო. ნოდარს ვუთხარი, […]

“ზეწოლაში ვარ, ქურდული სამყაროთი მემუქრებიან” – რატომ თხოვენ კოსტავას 35-ში მდებარე შენობის მეპატრონეს 400.000 დოლარს

კოსტავას 35-ში მდებარე შენობის მეპატრონე აცხადებს, რომ მეიჯარეები ფულს არ უხდიან და „ქურდული სამყაროს“ ავტორიტეტებით ემუქრებიან. – ზეწოლაში ვარ, ქურდული სამყაროთი მემუქრებიან, მარინე გოგოლაძე მეუბნება ვინც მე დამეჯახა ფეხზე ვეღარ წამოდგებაო, 400.000 დოლარს მთხოვენ, იმ შემთხვევაში გავალ სასტუმროდან თუ ნოტარიუსით გადმომიფორმებო. მოვითხოვ პროცესი დააჩქაროს მოსამართლემ, ჩანიშნოს, რომ მე ჩემი ქონება გადავარჩინო, – აღნიშნავს ეთერ ჯინჯიხაშვილი. […]