კატეგორია: სამართალი

თბილისში იოსელიანის ქუჩაზე 1 ადამიანი ფეხში დაჭრეს

შეიარაღებულმა პირმა თბილისში ერთი ადამიანი დაჭრა. შემთხვევა იოსელიანის ქუჩაზე მოხდა. თავდამსხმელმა 4 ტყვია გაისროლა, დაშავებულს ერთი ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. მედიკოსების თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარების მუხლებით დაიწყო. რუსთავი 2

13 წლის მოზარდს, რომელსაც ლიფტში თავს დაესხნენ, მზერა უჭირს

13 წლის მოზარდს, რომელსაც ლიფტში თავს დაესხნენ, ქირურგიული ოპერაცია ამ ეტაპისთვის არ ესაჭიროება. ამის შესახებ განცხადება იაშვილის სახელობის კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის უფროსმა გააკეთა. ოთარ რუსაძის თქმით ბავშვს მხედველობის პრობლემა აქვს და ამ ეტაპზე კლინიკა ამ დარგის სპეციალისტს ელოდებიან. სწორედ ის გადაწყვეტს ბავშვს დასჭირდება თუ არა თვალზე ოპერაცია. – 15 საათზე და 30 წუთზე იაშვილის კლინიკაში შემოვიდა […]

დავით მოდებაძე – ”ბრალდების მტკიცებულებებიდან ზურაბ იდოიძეს არაფერი ეხება”

ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე ბრალდებულ ზურაბ იდოიძის ადვოკატის, დავით მოდებაძის განცხადებით, მან სასამართლოს მიმართ იდოიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა იშუამდგომლა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა. როგორც მოდებაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებდა და მისი შუამდგომლობა სწორედ ამით იყო განპირობებული. – ბრალდების მხარემ წარმოადგინა დაახლოებით 30 ტომი მტკიცებულებები, […]

ლია მუხაშავრია – “პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დაშალოს”

იურისტი, ადამიანის უფლებათა დამცველი ლია მუხაშავრია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში სასამართლო სისტემაზე და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილებებზე საუბრობს. – ქალბატონო ლია, გუშინ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ინიციატივით გამოვიდა, რომ სასამართლოების თავმჯდომარეები თავად მოსამართლეების მიერ წილისყრით სამწლიანი ვადით იქნან არჩეულები. სხდომაზე ეს ინიციატივა ჩავარდა. ელოდით, რომ დოლიძის ეს შეთავაზება ჩარდებოდა? – რა […]

გასაიდუმლოებული კრიმინალური გარჩევა და დაჭრა, რომელიც ხორავას ტრაგედიას წინ უძღოდა – რითი აშანტაჟებს მირზა სუბელიანი პროკურატურას

ხორავას ქუჩაზე, ორი მოზარდის მკვლელობის ქრონიკა და ბუნდოვანი საქმის სკანდალური დეტალები: თბილისის ცენტრში, გასული წლის პირველ დეკემბერს მომხდარი ტრაგედიის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი არ ცხრება. მედია, ადვოკატები და სადისტურად მოკლული არასრულწლოვნების მშობლები სასამართლო პროცესებს გამადიდებელი შუშით აკვირდებიან, თუმცა პასუხგაუცემელი კითხვები იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე პასუხები. ამ კითხვების ადრესატი სახელმწიფოა. გამოძიებას მოკლული არასრულწლოვნის ოჯახი და დაცვის მხარეს […]

ვაჟა-ფშაველაზე მე-8 კლასელზე ძალადობის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

სკოლის მოსწავლეზე ძალადობის ბრალდებით თბილისში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. 22 წლის უცხოელმა მერვე კლასელზე ლიფტში იძალადა. შემთხვევა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთი სათის წინ მოხდა. მოზარდი მრავლობით დაზიანებებით იაშვილის კლინიკაშია გადაყვანიალი. თვითმხილველები ყვებიან, რომ მათ ლიფტიდან მოზარდის ყვირილის ხმა გაიგეს, რომელიც დახმარებას ითხოვდა. ადგილზე მისულებმა კი დასისხლიანებული მერვეკლასელი ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაული 4-დან 6 წლამდე […]

მარიამ კუბლაშვილი – ”რუსლან ალდამოვის დანაშაულის მტკიცებულება არ არსებობს”

ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეში ბრალდებულ რუსლან ალდამოვის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება 22 ნოემბრის სპეცოპერაციას ეხება და მისი დაცვის ქვეშ მყოფის დანაშაულზე არ მეტყველებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მოსამართლემ ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო და მათი გამოკვლევა არსებით სხდომებზე მოხდება. – არანაირი მტკიცებულება, არანაირი აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის და სხვა […]

”თვალებიდან სისხლის მდინარეები ჩამოდიოდა… ლიფტში გამოუჭერია…” – 13 წლის მოზარდის ცემისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს – ვიდეო

თბილისში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე სამართალდამცავებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. მომხდარი შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთა მტკიცებით, დაკავებულმა არასრულწლოვანს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა. თვითმხილველების განცხადებით, მათ დაახლოებით ერთი საათის წინ საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში გაიგეს ყვირილი, შემდეგ კი აღმოაჩინეს მოზარდი, რომელსაც სხეულზე ჰქონდა დაზიანებები მიყენებული. მოზარდი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. – თვალებიდან სისხლის მდინარეები ჩამოდიოდა… ლიფტში გამოუჭერია… ოღონდაც […]

როინ ტურაშვილის დედა – ”ჩემი შვილის მკვლელი 2 დღეში გირაოთი გამოუშვეს”

2016 წლის 6 ნოემბერს, ვარკეთილის ხიდებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის როინ ტურაშვილის ოჯახი სასამართლო პროცესების გაჭიანურების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. ტურაშვილის ახლობლები მძღოლის დასჯას მოითხოვენ. მათი ინფორმაციით, ბრალდებულს მაღალჩინოსნები მფარველობენ. გარდაცვლილის დედა, მზია სარქისაშვილი ამბობს, რომ ინციდენტში მონაწილე მძღოლის, 19 წლის შოთა ჯიქიას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება უსამართლობაა. – მთვრალი ჯიქია ვარკეთილის ხიდებთან ტროტუარზე […]

ათენში ოთხი ქართველი დააკავეს

ქართველი და ბერძენი სამართალდამცველების მიერ სამი თვის განმავლობაში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქალაქ ათენში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროავრცელებს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები გასაქურდ ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს  ბინების შესახებ, შემდეგ კიქურდავდნენ. დაკავებულებს საბერძნეთის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 200-მდე ბინა აქვთ გაქურდული. სამართალდამცველებმა, ოთხივე პირის საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი […]