კატეგორია: სამართალი

“ლეოგრანდის” საქმეზე დაკავებული გიორგი მიქელაძე ხანძრის დროს თურქეთში იყო – თეონა ფუტკარაძე მეუღლის გათავისუფლებას ითხოვს

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებული გიორგი მიქელაძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გიორგი მიქელაძე უდანაშაულოა. მათი ინფორმაციით, 24 ნოემბერს, როდესაც სასტუმროში ხანძარი გაჩნდა, გიორგი მიქელაძე თურქეთში სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. როგორც დაკავებულის მეუღლე თეონა ფუტკარაძე ამბობს, ოჯახის წევრები და ახლობლები გიორგი მიქელაძეს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სასტუმრო „ლეოგრანდს“ ფუნქციონირების საშუალებას არ მისცემენ. […]

იამზე ქავთარაძე – “ნუგზარ კახიძის მერე შეიძლება მე მომკლან” – რა ხდება ვარკეთილის ბაზრობაზე

ვარკეთილის ბაზრობის მეწილე, იამზე ქავთარაძე ამტკიცებს, რომ ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის შეკვეთილი მკვლელობის შემდეგ მსხვერპლი ის გახდება. მას წლებია, ბიზნესპარტნიორებთან დავა აქვს. ქავთარაძეს და აქციების სხვა მცირე ნაწილის მფლობელებს ეჭვი აქვთ, რომ მათ კუთვნილ მოგებას მსხვილი მეწილეები და ბაზრობის ადმინისტრაცია ითვისებენ. 2013 წლის შემდეგ „ვარკეთილი 96-ის“ მეწილეებს ფინანსურ დოკუმენტაციასთან წვდომა დაუბლოკეს. თანხის მითვისებაში ისინი პირდაპირ ბაზრის […]

“დიანა ბერიძეს ოპერაცია მთვრალმა ქირურგმა სიბნელესა და მტვერში გაუკეთა” – მკვლელობაში ეჭვმიტანილი ექიმის კოლეგამ ჩვენება მისცა

საბერძნეთში გრძელდება 36 წლის ქართველი ქალის, დიანა ბერიძის, მკვლელობის საქმის განხილვა. მკვლელობაში ბრალდებული ბერძენი ექიმის კოლეგამ თესალონიკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე ზხეთი ჩვენება მისცა: – სკლეროთერაპიას არ სჭირდება ანესთეზია. ჩვენ, როგორც ქირურგები, არ ვაკეთებთ ანესთეზიას, ამისთვის ანესთეზიოლოგები არსებობენ. პაციენტს რომ ჩემთვის ანესთეზიის გაკეთება ეთხოვა, ჩემგან უარს მიიღებდა. შეცდომაა ოპერაციის გაკეთება ნასვამ მდგომარეობაში, ვხედავთ, როგორ მთავრდება ეს. […]

სასტუმრო ”ლეო გრანდში” ხანძრის გამო თურქეთის და საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს – ფ.ი. და გ.მ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასტუმრო „ლეო გრანდის“ ხანძრის ფაქტზე, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, 2 პირი დააკავა. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასტუმრო „ლეო გრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის […]

შსს-მ ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ გამოძიება ადევნების ფაქტზე დაიწყო

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში ზვიად დევდარიანთან დაკავშირებით გამოძიება ადევნების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო. 22 მარტს, შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა, რომ ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია იძლევა იმის საფუძველს, რომ უწყებამ გამოძიება დაიწყოს. ზვიად დევდარიანმა მის ირგვლივ აგორებული სკანდალის შემდეგ, 22 მარტს ,არასამთავრობო ორგანიზაცია CIDA-ს აღმასრულებელი დირექტორობის პოსტი დატოვა. […]

ხმაური სასამართლოში: ლადო სადღობელაშვილი და ქართული მარშის 5 წევრი იზოლატორში გადაიყვანეს – მათ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა -ვიდეო

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული მარშის“ წევრებს აღმკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. „რუსთავი 2“- თან განვითარებული მოვლენების შედეგად, სულ 6 პირია დაკავებული. ყველა მათგანს გამოძიება 239-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც ჯგუფურად წინასწარ დაგეგმილ ხულიგნობას გულისხმობს. ორ მათგანს ბრალი დაუმძიმდა. ლუკა ნაცვლიშვილს დამატებით სხვისი ნივთის დაზიანებას, გოგა ონიანს კი ცემასა და ძალადობას ედავებიან. დავით კურტანიძე, გიორგი ონიანი, ლუკა ნაცვლიშვილი, […]

ლადო სადღობელაშვილი – მე ოჯახი მყავს და ნუ იზამთ, ბატონო მოსამართლე ისე, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსების ბედი ციხეში გადაწყდეს

მე არ ვარ კრიმინალი. მე პოლიტიკოსი ვარ, – ამის შესახებ ლადო სადღობელაშვილმა საქალაქო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც მის და „ქართული მარშის“ 5 წევრის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავენ. დაცვის მხარე პატიმრობის სანაცვლოდ ლადო სადღობელაშვილისთვის გირაოს გამოყენებას ითხოვს. დაცვის მხარემ სასამართლოს 3 ათასი ლარიანი გირაო შესთავაზა. სასამართლოს სიტყვით ბრალდებულმა სადღობელაშვილმაც მიმართა. “მე არ ვარ კრიმინალი. მე […]

ესპანეთში კრიმინალური დაჯგუფების 4 ქართველი წევრი დააკავეს – ამოღებულია ნაქურდალი ნივთები

ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად მადრიდში დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრია დაკავებული. “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან აქტიურად თანამშრომლობს. ქართველ სამართალდამცველებს ევროპელ კოლეგებთან მუდმივი კავშირი აქვთ და თანამშრომლობენ ოპერაციების მომზადების, განხორციელების და ყველა საჭირო ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების კუთხით. მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ინტერპოლთან და ევროპოლთან თანამშრომლობას, ასევე, ევროპის ქვეყნებში საქართველოს პოლიციის […]

ქართულმა მარშმა სასამართლოზე “მამაო ჩვენო” ჯგუფურად წარმოთქვა

საქალაქო სასამართლოში, სადაც “ქართული მარშის” წევრების, დაკავებული 6 პირის აღმკვეთ ღონისძიებაზე დაიწყო მსჯელობა, მოსამართლის დარბაზში გამოჩენისას ბრალდებულებმა დარბაზში ლოცვა დაიწყეს. “მამაო ჩვენო” დაკავებულებმა და მოძრაობის სხვა წევრებმა ერთად წარმოთქვეს. საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2- თან გამართულ აქციაზე დაკავებული 5 პირის სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ამავე საქმეზე გუშინ კიდევ ერთი პირი დააკავეს. გამოძიება დაკავებულებს 239-ე მუხლის […]

თამარ მეარაყიშვილის მიმართ სამხრეთ ოსეთის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის მიმართ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ რიგით მეორე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამჯერად საქმე აღიძრა მუხლით, რომელიც ოფიციალური დოკუმენტების, ჯილდოების, ბეჭდის, შტამპის და ბლანკის გაყალბებას ითვალისწინებს. ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს. მერაყიშვილს უწყება ახალგორის პროკურატურიდან 20 მარტს ჩააბარეს და მეორე დღეს დაკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მეარყიშვილმა დაკითხვაზე უარი განაცხადა. პირველი სისხლის სამართლის […]