კატეგორია: სამართალი

უკრაინაში კანონიერი ქურდი რამაზ წიქორიძე, მეტსახელად რამაზ „ბაღდატსკი“ დააკავეს

კიევში სამართალდამცველებმა კანონიერი ქურდი რამაზ წიქორიძე, იგივე რამაზ „ბაღდატსკი“ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს. „კრიმინალური პოლიციის ოპერმუშაკებმა კიევის ოლქის ტერიტორიაზე რამაზ „ბაღდატსკი“ დააკავეს. იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებულს მოქალაქეობა არ აქვს, ის უცხოელთა დროებითი მოთავსების ცენტრში განათავსეს. პირადი მონაცემების ოფიციალურად დადგენის შემდეგ მისი უკრაინიდან გაძევების საკითხი იქნება განხილული“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. მედიის […]

სუსმა გურჯაანის მერიის 7 მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა,ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დანაშაულში ამხილეს:გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ნოდარ შ.,ამავე სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი თეიმურაზ ბ., განყოფილების მშენებლობის მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გიორგი ა.,გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის […]

გურჯაანში 40 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში 40 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება,სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ნიუპოსტი

რუსთავში 50 წლის მამაკაცმა თავის მოკვლა სცადა

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, დაახლოებით 50 წლის მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით მამაკაცმა სუიციდი სცადა და სახის არეში რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით მიიყენა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებულს ჰქონდა სისხლდენა, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა მისი გადაყვანა “კლინიკა რუსთავში” მოახერხა. პაციენტს ჭრილობები დაუმუშავდა, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და სახლში გაეწერა. ინფორუსთავი

სასტუმრო “ლეოგრანდის” საქმეზე ბრალდებულებს, გიორგი მიქელაძეს და ფათიჰ იაუზის, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

სასტუმრო “ლეოგრანდის” საქმეზე ბრალდებულებს, გიორგი მიქელაძეს და ფათიჰ იაუზის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარემ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე 20-20 ათასი ლარი შესთავაზა, ასევე, თავდებში მყოფი პირების სია წარუდგინა, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. მათი განცხადებით, ბრალდებულების, გიორგი მიქელაძისა და ფათიჰ იაუზის გათავისუფლების […]

გორში ქალმა თავი ჩამოიხრჩო

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში 35-წლამდე ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, ახალგაზრდა ქალმა თავი ჩამოიხრჩო. სუიციდის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გორის მუნიციპალიტეტის აღნიშნულ სოფელში, ადგილობრივების თქმით, სუიციდის შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია.

ჯელალ ქიქავა ცემეს – “თავდამსხმელები დეპუტატმა მუხრან ვახტანგაძემ გამომიგზავნა”

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანობა და დემოკრატიის პრონციპების ხელმძღვანელი, ჯელალ ქიქავა, პარლამენტის წევრს, მოჭიდავე მუხრან ვახტანგაძეს თავდასხმის ორგანიზებაში ადანაშაულებს.ჯელალ ქიქავას განცხადებით, მას თავს გვიან ღამით რამდენიმე სპორტსმენი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ქიქავა დარწმუნებულია რომ თავდამსხმელები მუხრან ვახტანგაძემ გამოუგზავნა. მისი თქმით დაპირისპრება იმ დღიდან იღებს სათავეს, როდესაც ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ჯელალ ქიქავამ დეპუტატს “ზონდერი” უწოდა.

ხორავაზე მკვლელობის საქმის პროკურორი კაპანაძე – “ჩვენ არ ვმანიპულირებთ მოწმეებზე”

– არცერთ მოწმეს, სასამართლოში აქამდე დაკითხულ მოწმეს არსებითად შეცვლილი ინფორმაცია სასამართლოსთვის არ მოუწოდებია, – ეს განცხადება თბილისის პროკურორმა, მალხაზ კაპანაძემ, შაბათის კურიერისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მოზარდების მკვლელობის საქმეში ბრალდების მხარე მოწმეებზე არ მანიპულირებს და მათ ჩვენება არ შეუცვლიათ. – ჩვენ არ ვმანიპულირებთ მოწმეებზე, არც გამოძიებაში, არც სასამართლოში. მოწმე თავად […]

ზაზა სარალიძე – “ჩემი შვილი მისმა მეგობრებმა გაყიდეს. მინიმუმ, ორი მკვლელი ახლა ქუჩაში დადის”

– ჩემი შვილი მისმა მეგობრებმა გაყიდეს. მინიმუმ, ორი მკვლელი ახლა ქუჩაში დადის. კანონით თუ კანონის გარეშე მე მაინც ვაგებინებ პასუხს ყველას, ვინც შვილი მომიკლა, – ეს განცხადება 51-ე სკოლის მოკლული მოსწავლის მამამ, ზაზა სარალიძემ, გააკეთა. ჭეშმარიტების დადგენის იმედი მოკლული დავით სალარიძის მამამ პირდაპირი მოწმეების დაკითხვის შემდეგ დაკარგა. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ არასრულწლოვანი მოწმეების მიერ მოსამართლისთვის […]

“ნუგზარ კახიძის მკვლელობის მერე ქილერი კოჭლობით გარბოდა, იარაღი რომ გადააგდო, ბინოკლიც გადაუგდია” – მამუკა გამყრელიძე მკვლელობის ახალ დეტალებზე საუბრობს

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 30 წლამდე მამაკაცი იყო. “ახალი თაობა” ნუგზარ კახიძის ოჯახის ახლობელს, მის მძახალს, დიპლომატ მამუკა გამყრელიძეს ესაუბრა. – ბატონო მამუკა, ვიზიარებ თქვენი ოჯახის ტრაგედიას. რისი თქმა შეგიძლიათ მომხდართან დაკავშირებით. გაჩნდა სხვადასხვა ვერსია. მის ბიზნესსაც დაუკავშირეს მომხდარი. კერძოდ რას საქმიანობდა? – […]