კატეგორია: სამართალი

სროლა რუსთავში – დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის შეკამათებას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოჰყვა. შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიჭრა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გურამ ზესაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი აღარ არის

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი შეიცვალა. არსებული ინფორმაციით, გურამ ზესაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე როტაციის ფარგლებში, უწყებაში სხვა თანამდებობაზე დაინიშნება. – გურამ ზესაშვილი ამჟამად აღარ იკავებს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას. იგი, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე როტაციის ფარგლებში, უწყებაში სხვა თანამდებობაზე დაინიშნება, – განუცხადეს “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში.

82 წლის ალექსანდრა ტერუნი ბათუმში ცემეს – ის ტვინის შერყევით საავადმყოფოში წევს

82 წლის ალექსანდრა ტერუნი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ბათუმში ვალის გამო გაყიდულ ყოფილ საცხოვრებელში ამწეთი შეაღწია, ტვინის შერყევით კლინიკაში მოხვდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. მას ბინის ახალმა მესაკუთრეებმა მას შემდეგ სცემეს, როცა მოხუცი სამართალდამცველებმა გამოასახლეს, ის კი ეზოს დატოვებას არ აპირებდა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე […]

ნათია მეზვრიშვილმა ზვიად დევდარიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო – “დაზარალებულ ქალებს მოვუწოდებთ, მოგვმართონ და ჩვენება მოგვცენ”

– როგორც პასუხისმგებლიანი უწყება, შსს თავს ვალდებულად თვლის, რომ ზვიად დევდარიანის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. როგორც მეზვრიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“აღნიშნა, ამ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში ოფიციალური მიმართვა არ შესულა, თუმცა ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია იძლევა იმის საფუძველს, რომ უწყებამ გამოძიება დაიწყოს. – ყველასთვის სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა […]

ნუგზარ კახიძის მკვლელობის საქმეში ოთარ ფარცხალაძის და ოთარ პირველის გვარები გამოჩნდა

საბურთალოზე მოკლული ბიზნესმენის ნუგზარ კახიძის საქმეში  გამოძიება ბიზნესწილებთან დაკავშირებით მიმდინარე დავაზე მუშაობს, სწორედ ეს არის მკვლელობის ერთ-ერთი ვერსია. მოკლულ ნუგზარ კახიძეს 2017 წლიდან დავა ყოფილ პარტნიორთან ოთარ პირველთან ჰქონდა. „კურიერის“ ინფორმაციით, დავის მიზეზი კომპანია „ვარკეთილი 96“-ის მოგების გადანაწილება იყო. კახიძემ და ბაზრობის სხვა მეწილეების საჩივრის საფუძველზე, ფინანსურმა პოლიციამ გამოძიება 2017 წლის იანვარში დაიწყო და ოთარ […]

დავით ზურაბიშვილი გიორგი გახარიას მიმართავს – “ჩემს შვილს პოლიციის სახელით ემუქრებიან”

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს და მისი ვაჟის მიმართ მუქარის ფაქტის შესწავლას ითხოვს. ზურაბიშვილის თქმით, მის შვილს გიორგი ზურაბიშვილს, რომელიც სპორტული ჟურნალისტია ფეისბუქის პოსტის გამო, მუქარისშემცველ წერილებს უგზავნიან. ამის შესახებ პოლიტიკოსი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს: “საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბ-ნ გიორგი გახარიას. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსს, ბ-ნ ვახტანგ გომელაურს. […]

ნუგზარ კახიძის მკვლელი 2 პისტოლეტით ისროდა და ფეხზე ბახილები ეცვა – ახალი დეტალები

ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. „კურიერის“ ინფორმაციით მკვლელი “მაკაროვისა” და “ბერეტას” ტიპის იარაღებიდან ისროდა და აქედან ერთ-ერთს მაყუჩი ჰქონდა. არსებობს ვერსიაც, რომ თავდამსხმელს სახლში მყოფი კიდევ ერთი ქალის მოკვლაც ჰქონდა განზრახული, თუმცა ტყვიები დაუმთავრდა. გარდა ამისა, მკვლელს ფეხზე ბახილები ეცვა, ხელებზე კი  ხელთათმანები ეკეთა. კიდევ ერთი დეტალი, მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე გარდაცვლილ […]

თავდასხმა რუსთავი 2-ზე – “ქართული მარშის” წევრებს ბრალი დაუმძიმდათ

“რუსთავი 2”-ის თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის გამო დაკავებულ “ქართული მარშის” წევრებს ბრალი დაუმძიმდათ. ხუთივე დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის სამი მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს. სამივე მუხლი სასჯელის სახით პატიმრობას ითვალისწინებს. ერთ-ერთ დაკავებულ გიორგი ონიანს კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის გარდა, ედავება სისხლის სამართლის კოდექსის […]

თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე მასწავლებელს მოკვლით დაემუქრა

თბილისის, დიდუბე–ჩუღურეთის რაიონში მდებარე ერთ–ერთ საჯარო სკოლაში მაღალკლასელი ბიჭი მასწავლებელს მოკვლით დაემუქრა. როგორც EDU.ARIS.GE-თვის გახდა ცნობილი, აღნიშნული ფაქტი მას შემდეგ მოხდა, რაც მოსწავლემ საგაკვეთილო პროცესი ჩაშალა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოსწავლე მასწავლებელს შემდეგი ფრაზით დაემუქრა – ,,ციხეში ჩავჯდები, მაგრამ მაინც მოგკლავ”, თუმცა მოგვიანებით მოსწავლემ აღნიშნა, რომ ეს აღელვების ნიადაგზე მოუვიდა. სკოლის დირექციამ სპატრულო პოლიციას მიმართა, […]

ცოლის მკვლელობისთვის ფოთელ მამაკაცს 13 წელი მიუსაჯეს

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვ.რ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით. სასამართლო  პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 4 ივლისს,  დაახლოებით 11:30 საათზე, ქალაქ ფოთში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ვ.რ.-მ კონფლიქტის დროს, მეუღლეს – ზ.შ.-ს დანით  გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად […]