ხმაური სასამართლოში: ლადო სადღობელაშვილი და ქართული მარშის 5 წევრი იზოლატორში გადაიყვანეს – მათ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა -ვიდეო

ხმაური სასამართლოში: ლადო სადღობელაშვილი და ქართული მარშის 5 წევრი იზოლატორში გადაიყვანეს - მათ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა -ვიდეოთბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული მარშის“ წევრებს აღმკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

„რუსთავი 2“- თან განვითარებული მოვლენების შედეგად, სულ 6 პირია დაკავებული. ყველა მათგანს გამოძიება 239-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც ჯგუფურად წინასწარ დაგეგმილ ხულიგნობას გულისხმობს.

ორ მათგანს ბრალი დაუმძიმდა. ლუკა ნაცვლიშვილს დამატებით სხვისი ნივთის დაზიანებას, გოგა ონიანს კი ცემასა და ძალადობას ედავებიან.

დავით კურტანიძე, გიორგი ონიანი, ლუკა ნაცვლიშვილი, მიხეილ ამისულაშვილი, ლადო სადღობელაშვილი, ირაკლი დოლენჯაშვილი და ბექა რევაზიშვილი მანდატურის სამსახურმა პირდაპირ იზოლატორში გადაიყვანა.

სასამართლო გადაწყვეტილებას დარბაზში “ქართული მარშის” წევრების და მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა.

„ქართული მარშის“ ხუთი წევრი ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ მომხდარი ინციდენტის გამო, სისხლის სამართლის წესით, 21 მარტს დააკავეს.

ნიუპოსტი