სროლა რუსთავში – დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი

სროლა რუსთავში - დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცირუსთავში, თოდრიას ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის შეკამათებას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოჰყვა. შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიჭრა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.