საბერძნეთში გრძელდება დიანა ბერიძის საქმის სასამართლო განხილვა. დიანა ბერიძის ქმარმა თესალონიკის სასამართლოში ჩვენება მისცა. – სრულიად დაუჯერებელი იყო როდესაც “ექიმმა” მე დამაბრალა, რომ, ვითომ, მე ვიყავი ერთადერთი, ვისაც დიანასთვის ცუდი უნდოდა, – ამბობს ქართველი ქალბატონის ქმარი. – ამ ქირურგს ჩემი მეუღლის მოკვლა უნდოდა,- თქვა დიანას ქმარმა სასამართლოზე. ის პირდაპირ ადებს ხელს ქირურგს და მას ადანაშაულებს. […]
კატეგორია: სამართალი
სანდრო ბრეგაძე – “რუსთავი 2-ის ეზოში ინციდენტის დროს არ ვყოფილვარ”
„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის შენობასთან მომხდარი დაპირისპირების დროს იქ არ იმყოფებოდა და ადგილზე მხოლოდ ინციდენტის ამოწურვის შემდეგ მივიდა. ამის შესახებ ბრეგაძემ გუშინ, გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა. – ტელევიზიასთან მივედი მაშინ, როდესაც ინციდენტი გაბუნიასა და ახალგაზრდებს შორის უკვე ამოწურული იყო. ცალსახად შემიძლია განგიცხადოთ, რომ დაკავებული „ქართული მარშის“ წევრები სრულიად უდანაშაულოები არიან. […]
ნუგზარ კახიძის მკვლელობის საქმეზე მისი პარტნიორი გურამ ქაცანაშვილი დკითხეს
თბილისში მოკლული ბიზნესმენის, ნუგზარ კახიძის, ახლობლები გვიან ღამემდე ვაკის რაიონის პოლიციაში იკითხებოდნენ. მათ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. გამოიკითხა ნუგზარ კახიძის ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორიც – გურამ ქაცანაშვილი. უფლებადამცველის განმარტებით, მის დაცვის ქვეშ მყოფს მკვლელობის მოტივის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და გამოძიებას გარდაცვლილ ბიზნესმენთან საერთო საქმიანი ურთიერთობის შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია. კახა წერეთელი ამბობს, რომ პარტნიორებს შორის უთანხმოება […]
“გვარამიასი და გაბუნიასი ეშინიათ გახარიას და შოთაძეს”
ე.წ „ქართული მარშის“ დაკავებული წევრების ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს პატიმრობა შეუფარდონ. ცირა ჯავახიშვილის თქმით, მთავარ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, რ2-ის გენდირექტორისა და გიორგი გაბუნიასი ეშინიათ და მათ დაკვეთას ასრულებენ: – ჩემი შუამდგომლობა იქნება რომ პატიმრობა საერთოდ არ იქნეს გამოყენებული და არც არანაირი აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე იმიტომ, რომ ეს […]
„პატრიარქს სიამოვნებით მოვუსმენ“ – შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძეს
შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს? – ამ საკითხთან დაკავშირებით გადაემა ,,პოლიტმეტრში“ ისაუბრა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტი ამბობს, რომ საქმის მასალებს დეტალურად არ იცნობს, თუმცა მიიჩნევს, რომ არასწორი იყო პოლიტიკოსების მხრიდან პოზიციების დაფისირება მაშინ როცა დეკანოზი იზოლირებული იყო, ხოლო მის ადვოკატებს საქმესთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრების აკრძალვა ჰქონდათ.პრეზიდენტი ამბობს, რომ საკითხის წარმოდგენის შემთხვევაში გაეცნობა და პატრიარქის […]
სანდრო ბრეგაძე დაკითხვის მერე გამოუშვეს
რუსთავი 2 თან მომხდარი ინციდენტის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სანდრო ბრეგაძე გამოიკითხა, რის შემდეგაც მან პოლიციის შენობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სანდრო ბრეგაძემ ამ ეტაპზე გამოძიებასთან ითანამშრომლა, თუმცა გამოძიება გრძელდება და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უახლოეს დღეებში, მას პოლიციაში გამოსაკითხად კვლავ დაიბარებენ. “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი ღუდუშაურის სახელობის კლინიკიდან საბურთალოზე […]
სანდრო ბრეგაძე პოლიციაში გადაიყვანეს
“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკიდან საბურთალოზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ცირა ჯავახიშვილმა „მაესტროს“ ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში განაცხადა. ის ვარაუდობს, რომ ბრეგაძე, შესაძლოა, დააკავონ. ადვოკატი აცხადებს, რომ ბრეგაძე შეუძლოდ გახდომის გამო გუშინ ბოლომდე ვერ გამოკითხეს და მას სამართალდამცველების კითხვებისთვის პასუხების გაცემა მოუწევს. მოგვიანებით ბრეგაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პოლიციაში […]
”ვარკეთილი 96”-ში წილების გადანაწილება ხდებოდა – რას უკავშირდება ნუგზარ კახიძის მკვლელობა?
„ნიუპოსტისთვის“ თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. საკუთარ სახლში ჩაცხრილული ბიზნესმენის, ნუგზარ კახიძის, ახლობლები პირად საუბარში არ გამორიცხავენ, რომ კახიძე დაქირავებულმა ქილერმა მოკლა. მათი ნაწილი დარწმუნებულია, რომ “ეს არის შეკვეთილი მკვლელობა”. მკვლელობა კი შესაძლოა გარდაცვლილის ბიზნესინტერესებს უკავშირდებოდეს. როგორც ირკვევა, კახიძე შპს „ვარკეთილი96“-ის 15 პროცენტიანი წილის მფლობელი იყო. ნუგზარ კახიძის ახლობელი იხსენებს, […]
”ფოსტის ასაღებად მივიდა ნუგზარი და ერთი მჭიდი დააცალა” – ნუგზარ კახიძის მკვლელობის ახალი დეტალები
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოკლული ნუგზარ კახიძის ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილს რაიმე სახის კონფლიქტი არ ჰქონია. როგორც ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა, მკვლელი გარდაცვლილ ნუგზარ კახიძეს, გაეცნო როგორც ფოსტის თანამშრომელი. – დაახლოებით ორი საათის წინ სახლში მივიდა ვიღაც ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ზარი დარეკა და უთხრა, რომ ფოსტა ჰქონდა მიტანილი. ქალბატონმა გააღო კარი, ფოსტის ასაღებად მივიდა ნუგზარი […]
მამუკა გამყრელიძე ნუგზარ კახიძის მკვლელობაზე – “მძახალი მომიკლა დაქირავებულმა მკვლელმა, დღეგრძელობა ბატონ ბიძინას”
დიპლომატი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საკუთარ სახლში ჩაცხრილული ბიზნესმენი, ნუგზარ კახიძე, მისი მძახალია: “მძახალი მომიკლეს. საკუთარ ბინაში, დაქირავებულმა მკვლელმა, შვიდი ტყვია ესროლა. ვეკიდებით გაგებით. ბატონ ბიძინასაც დღეგრძელობას ვუსურვებ”- წერს გამყრელიძე. ნიუპოსტი










