სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილის ცხედარი იდენტიფიცირებულია. ,,გარდაცვლილ მამაკაცს თითქმის 25 დღეა ეძებენ. ცხედარი ექსპერტიზაზე იყო გადასვენებული და თუ რით გარდაიცვლა, ექსპერტიზა დაადგენს”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” მერის წარმომადგენელმა გოგა ქორიძემ.
კატეგორია: სამართალი
ახალქალაქში კაცმა მეზობელი ნაჯახით მოკლა
მკვლელობა კასპის მუნიციპალიტეტში – სოფელ ახალქალაქში კაცმა მეზობელი ნაჯახით მოკლა. შემთხვევა გუშინ, 12თებერვალს, მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული გ.ა. დააკავა. უწყების ცნობით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, ურთიერთშელაპარაკებისას, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა თანასოფლელს – 1976 წელს დაბადებულ ა.ს.-ს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების […]
ოზურგეთში ვიქტორ საბაშვილი ებრაელმა ბიზნესმენმა დაჭრა
სისხლიანი ანგარიშსწორება მოხდა ოზურგეთში – 12 თებერვალს გვიან ღამით მამაკაცი დაჭრეს. დაჭრილი ვიქტორ საბაშვილია, რომელიც ოზურგეთში მოღვაწე ქალთა უფლებადამცველის, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი ქეთევან ხიდაშელის მეუღლეა. ეჭვმიტანილი, ებრაელი ბიზნესმენი ი.ა., მეუღლესთან ერთად, უკვე დაკავებულია. ინციდენტი საცხოვრებელი სახლის საკითხს მოჰყვა. საბაშვილების სახლი ებრაელმა ბიზნესმენმა იყიდა. როგორც ცნობილია, წინასწარი შეთანხმების მიხედვით, სახლი ძველ მეპატრონეს ერთ თვეში უნდა დაეცალა, […]
ცოლ-ქმრის მკვლელობისთვის გ.წ-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
პროკურატურამ თელავის რაიონის სოფელ კონდოლში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გ.წ.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა. აღნიშნულ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გ.წ.-სთვის, რომელიც თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მდებარე ერთ-ერთ მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა, ცნობილი გახდა, რომ მასთან ერთად მომუშავე ცოლ-ქმარს 20.000 აშშ დოლარი ჰქონდა შენახული. ბრალდებულმა აღნიშნული თანხის […]
გორში ბიჭის გაუპატიურებისთვის გ.ზ-ს 16 წელი მიუსაჯეს
პროკურატურის განცხადებით, გორის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურებისთვის ბრალდებული კაცი დამნაშავედ ცნო და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ზ. ძალადობით, ძალადობის მუქარით და ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვან დაზარალებულს სხვადასხვა დროს აუპატიურებდა. “გორის საქალაქო სასამართლომ გ.ზ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ […]
რუსთავში ექთანი კლინიკიდან მოტყუებით გაიყვანეს და სასიძოს სახლში გამოკეტეს
„ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, 25 წლამდე ექთანი, ბიჭის ახლობლებმა და ნათესავმა ქალებმა, სამსახურიდან, ერთერთი კლინიკიდან მოტყუებით გაიყვანეს და გაჩიანში, სასიძოს სახლში წაიყვანეს, სადაც ის გამოკეტეს. მალევე ბინაში სასიძოც გამოჩნდა. 30 წლამდე მამაკაცმა გოგონას უთხრა, რომ მის ცოლად მოყვანას აპირებდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს დაოჯახება არ სურდა, რის გამოც სახლიდან გაქცევაც სცადა, თუმცა უშედეგოდ. გოგონას სახლში არ […]
19 წლის სალომე ჯორბენაძის სერგი საცერაძის მიერ მკვლელობაზე სტრასბურმა დარღვევები დაადგინა
სტრასბურის სასამართლომ ყოფილი ქმრის მიერ მოკლული 19 წლის სალომე ჯორბენაძის საქმეზე დარღვევა დაადგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე სიცოცხლის უფლების – ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის და დისკრიმინაციისგან დაცვის – ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევა დაადგინა. „ევროპულმა სასამართლომ პოლიციელის მიერ ჩადენილი ფემიციდის საქმეზე დარღვევა დაადგინა. დღეს, […]
თელმიკოსა და თელასში სპეცჯგუფი შევიდა
ენერგოომბუდსმენის სალომე ვარდიაშვილის ინფორმაციით, „თელმიკოსა“ და „თელასში“ შესულმა სპეციალურმა ჯგუფმა აქტიური მუშაობა დაიწყო, მომხმარებლებთან იკვლევენ რას შეიძლება გამოეწვია გაზრდილი ხარჯი. როგორც ვარდიაშვილი განმარტავს, სამუშაო კვირა ნაყოფიერი იყო. „კომისიამ მუშაობა დაიწყო. ეს იყო პირველი სამუშაო კვირა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რაც შემდეგ აქტიურ მუშაობაზე გადავიდა. უწყვეტი ინფორმაცია მაქვს კომისიიდან, რომ მათ ძალიან ბევრი დოკუმენტი შეამოწმეს, სასურველი ინფორმაცია მიიღეს, […]
ქუთაისში ტურისტს სცემეს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ტურისტს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მაკდონალდსთან მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, უცნობმა პირებმა ტურისტს დაზიანებები თავის არეში მიაყენეს და ტელეფონი წაართვეს. ტურისტი სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკა უნიკამედში გადაიყვანეს.
8 წელი მიუსაჯეს პირს, რომელმაც ლექსო ლაშქარავას ნარკოტიკი მიჰყიდა
17 ივლისს, ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ფ.ა. ის პირია, რომელმაც გამოძიების მტკიცებით, ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას ნარკოტიკული საშუალება მიჰყიდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვის ფაქტებზე ბრალდებული ფ.ა. დამნაშავედ ცნო. […]








