გორში ბიჭის გაუპატიურებისთვის გ.ზ-ს 16 წელი მიუსაჯეს

გორში ბიჭის გაუპატიურებისთვის გ.ზ-ს 16 წელი მიუსაჯესპროკურატურის განცხადებით, გორის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურებისთვის ბრალდებული კაცი დამნაშავედ ცნო და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ზ. ძალადობით, ძალადობის მუქარით და ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, არასრულწლოვან დაზარალებულს სხვადასხვა დროს აუპატიურებდა.

“გორის საქალაქო სასამართლომ გ.ზ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – წერია განცხადებაში.

ფორმულანიუსი