კატეგორია: სამართალი

თელმიკოსა და თელასში სპეცჯგუფი შევიდა

თელმიკოსა და თელასში სპეცჯგუფი შევიდა

ენერგოომბუდსმენის სალომე ვარდიაშვილის ინფორმაციით, „თელმიკოსა“ და „თელასში“ შესულმა სპეციალურმა ჯგუფმა აქტიური მუშაობა დაიწყო, მომხმარებლებთან იკვლევენ რას შეიძლება გამოეწვია გაზრდილი ხარჯი. როგორც ვარდიაშვილი განმარტავს, სამუშაო კვირა ნაყოფიერი იყო. „კომისიამ მუშაობა დაიწყო. ეს იყო პირველი სამუშაო კვირა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რაც შემდეგ აქტიურ მუშაობაზე გადავიდა. უწყვეტი ინფორმაცია მაქვს კომისიიდან, რომ მათ ძალიან ბევრი დოკუმენტი შეამოწმეს, სასურველი ინფორმაცია მიიღეს, […]

ქუთაისში ტურისტს სცემეს

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ტურისტს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მაკდონალდსთან მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, უცნობმა პირებმა ტურისტს დაზიანებები თავის არეში მიაყენეს და ტელეფონი წაართვეს. ტურისტი სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკა უნიკამედში გადაიყვანეს.

8 წელი მიუსაჯეს პირს, რომელმაც ლექსო ლაშქარავას ნარკოტიკი მიჰყიდა

ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა - მას ცხვირიდან სისხლი სდიოდა

17 ივლისს, ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ფ.ა. ის პირია, რომელმაც გამოძიების მტკიცებით, ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას ნარკოტიკული საშუალება მიჰყიდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვის ფაქტებზე ბრალდებული ფ.ა. დამნაშავედ ცნო. […]

“ყელში წამიჭირა და რომ არ მივყვებოდი, მიწაზე მათრია” – კახეთში მკვლელობის ახალი დეტალები

"ყელში წამიჭირა და რომ არ მივყვებოდი, მიწაზე მათრია" - კახეთში მკვლელობის ახალი დეტალები

გოგონა, რომელსაც მშობლები მოუკლეს, “ტვ პირველთან” მკვლელობის დეტალებს ყვება. შემზარავი მკვლელობის ერთადერთი მოწმე 16 წლის გოგონა იხსენებს, რომ  მწყემსმა ფერმაში დასაქმებულებს თანხა მოსთხოვა უარის შემდეგ კი მოკლა. გოგონას თქმით, მკვლელმა ჯერ მისი მშობლები დახოცა, შემდეგ კი  მასზე ფიზიკურად იძალადა და ფულის მოძებნას აიძულებდა. არასრულწლოვანი იხსენებს, რომ დამნაშავემ  ის საწოლზე დააბა. “გაისმა თოფის ხმა, გავიგე დედაჩემის ხმა გამოვედი […]

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ნუკრი „გალსკი“ უკრაინიდან გააძევეს

15 წლის მოზარდი 2 მაღაზიის, რესტორნისა და ტურისტული ოფისის გაქურდვისთვის დააკავეს

უკრაინაში სამართალდამცავებმა ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“, მეტსახელად ნუკრი „გალსკი“ დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია  ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 34 წლის „კრიმინალური ავტორიტეტი“ უკრაინის ტერიტორიაზე ოფიციალური გამშვები პუნქტების გვერდის ავლით მოხვდა. „პოლიციელებმა დაადგინეს მისი ადგილსამყოფელი. დანაშაულებრივი გავლენის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღეს ზომები „კანონიერი ქურდის“ დასაკავებლად და უკრაინის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურში გადაიყვანეს. 10 თებერვალს […]

„ყვირილის ხმა ისმოდა, დილით გავიგე დაუხოციათო” – ფერმა ბიზნესმენ გიორგი სამხარაძეს ეკუთვნის 

„ყვირილის ხმა ისმოდა, დილით გავიგე დაუხოციათო" - ფერმა ბიზნესმენ გიორგი სამხარაძეს ეკუთვნის 

მკვლელობა სოფელ კონდოლში გუშინ, გვიან ღამით ერთ-ერთ ფერმაში მოხდა. ფერმა ბიზნესმენ გიორგი სამხარაძეს ეკუთვნის. ის მომხდარს სატელეფონო კომენტარისას ადასტურებს, თუმცა სხვას არაფერს ამბობს. მოკლული ცოლ-ქმარი კი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნიდან არიან და წლების განმავლობაში მუშაობდნენ აღნიშნულ ფერმაში. “მთავარის” ინფორმაციით, მათ შელაპარაკება მოუვიდათ მწყემსთან, რის შემდეგაც მათ ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენეს. ამის შემდგ დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „მკაფიო […]

რა ვითარებაში გარდაიცვალა 45 წლის სამხედრო შალვა ტაბატაძე?!

რა ვითარებაში გარდაიცვალა 45 წლის სამხედრო შალვა ტაბატაძე?!

რა ვითარებაში გარდაიცვალა 45 წლის სამხედრო შალვა ტაბატაძე ამ დრომდე უცნობია – ოჯახი გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობა და კითხვები აქვს. ოჯახს არ სჯერა, რომ სამხედროს გარდაცვალების მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევაა. „სახლში მეგობრები ჰყავდა, სუფრაზე იყვნენ და მერე დაიშალნენ. გაეპარათ ღამე გვიან, 11:00 საათზე და ამათ ეგონათ, რომ დაიძინა. ამბობენ, რომ დარტყმის დროს კარები გაიღო და […]

თელავის ერთ-ერთ სოფელ კონდოლში ცოლ-ქმარი მოკლეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მკვლელობა მოხდა. მოკლულია შუა ხნის ცოლ-ქმარი. შემთხვევა ერთ-ერთ ფერმაში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მწყემსმა მოკლა. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

ლილუაშვილი ტელევიზიებსა და ლევან ხაბეიშვილს უჩივის

გრიგოლ ლილუაშვილი _ "სუსის მიერ გამოძიების დაწყების საფუძველია ოპერატიული ინფორმაცია"

სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, როგორც „პრაიმ თაიმი“ იუწყება, ორი ტელეკომპანიისა და დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, მამუკა ღვინიაშვილის  განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ტელეკომპანიების „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ ეთერებით გავრცელდა ინფორმაცია ე.წ. „ქოლ-ცენტრების“ საქმიანობის, მათი შესაძლო ფიგურანტების და მონაწილეების შესახებ. გავრცელებული სიუჟეტებით „ქოლ-ცენტრებთან“ შემხებლობაში მყოფ ერთ-ერთ პირად დასახელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ […]

ქუთაისში მაღაზიიდან პროდუქტები წაიღეს

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

90-იანი წლების დაბრუნება და უკონტროლო კრიმინალი – ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში,ხარებავას ქუჩაზე, მაღაზია გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია პროდუქტები. ცნობისთვის, აღნიშნულ ქუჩაზე რამდენიმე კვირის წინ 25 ავტომობილი გაქურდეს.