ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე დღეს ჩანიშნულ სხდომაზე სკანდალურ განცხადებას გააკეთებს. “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პროკურატურის წარმომადგენელს შანტაჟში ადანაშაულებს. დაცვის მხარე “ნიუპოსტთან” აცხადებს, რომ შანტაჟის ქვეშ იმყოფებიან ბრალდებილის ოჯახის წევრები. ედიშერ ქარჩავას განცხადებით, პროკურატურა შანტაჟისა და ზეწოლის გზით, ზურაბ ნეფარიძეს მათთვის სასურველი ჩვენების მიცემას აიძულებს. – ბატონი ზურაბი დღევანდელ პროცესზე ისაუბრებს […]
კატეგორია: სამართალი
გერმანიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
გერმანიაში, ქალაქ პადერბორნში ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულები კარგად შემუშავებული სქემით მუშაობდნენ, რომლის მიხედვითაც 2 მათგანი სუპერმარკეტებში ქურდობდა. ქურდობის შემდეგ კი ისინი ტერიტორიას ავტომანქანით ტოვებდნენ, რომელშიც მათ მესამე ეჭვმიტანილი ელოდებოდათ. ქართველების დაკავება გერმანიაში ქურდობის მორიგი მცდელობის დროს მოხდა.
ვერაზე მოკლული გოგი ხატოევი “დედ ჰასანის” ნათესავია
11 მარტს, თბილისში, ვერაზე გოგი რატიანი იგივე გოგი ხატოევი, “კოჭო გოგია” – ყოფილი კანონიერი ქურდი მოკლეს. ვინ არის გოგი ხატოევი და რატომ მოკლეს იგი? პირველ რიგში იმას გეტყვით, ბოლო წლებში იგი ცოლის გვარზე იყო, რატიანად ამიტომ ირიცხებოდა. რაც შეეხება მის გვარს, ის იეზიდი და ცნობილი კანონიერი ქურდის, “დედ ჰასანის”, იგივე ასლან უსოიანის ნათესავია. “გოგიას მამა […]
სპეცოპერაცია ფონიჭალაში – დაკავებულია 1 პირი
ზუგდიდში გიმნაზიის მოსწავლე სტადიონზე დაჭრეს
ზუგდიდში წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიის მოსწავლე დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ფაქტს მოსწავლეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა წინ. ინციდენტი სტადიონზე მოხდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოს მენეჯერის, ნიკა ჭეჟიას ინფორმაციით, მოზარდს ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რეფერალური საავადმყოფოს ემერჯენსის უფროსმა მაია ესებუამ განუცხადა. მისივე თქმით, […]
მეტროსადგურ „დიდუბეში“ დაშავებული მამაკაცი დაიღუპა
“დიდუბის” მეტროსადგურში დაშვებული მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა, სავარაუდოდ 70 წლის მამაკაცი ლიანდაგში ჩავარდა და მატარებელი დაეჯახა. მეტროსადგურში მოძრაობა შეჩერებულიაადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო ეჯიპაჟები. მეტროსადგურში ადასტურებენ, რომ ადგილზე ინციდენტი მოხდა, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ. “ნიუპოსტი” დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
დიდუბის მეტროში სავარაუდოდ მატარებელი მამაკაცს დაეჯახა – მეტროსადგურში მოძრაობა შეჩერებულია
ირაკლი ოქრუაშვილი გელაშვილის ცემაზე – მიხეილ სააკაშვილმა ნიშნის მოგებით მითხრა, ის რაც შენ ვერ გააკეთე, კარგად შეასრულა ვანო მერაბიშვილმაო
მან ნიშნის მოგებით მითხრა, ის რაც შენ ვერ გააკეთე, კარგად შეასრულა ვანო მერაბიშვილმაო, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა საქალაქო სასამართლოში, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა. ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც 2005 წელს თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა, გაიხსენა, თუ როგორ დაავალა მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ცემა. “2005 წელს მე თავდაცვის მინისტრის პოსტს […]
გვარამია: დეკანოზს სთხოვდნენ ეღიარებინა, რომ მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება, სადაც სააკაშვილიც ფიგურირებდა
“რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სთხოვდნენ თანამონაწილეებად მეუფე დიმიტრი და მისი სიძე, სოსო ოხანაშვილი დაესახელებინა. ამის შესახებ გვარამიამ გადაცემა “არჩევანში” ისაუბრა. მისი თქმით, დეკანოზს ასევე სთხოვდნენ ეღიარებინა, რომ სახელმწიფო გადატრიალება მზადდებოდა, რომელშიც ფიგურირებდა სააკაშვილიც. „მას ორი რამ მოსთხოვეს. პირველი, მას უნდა დაესახელებინა თანამონაწილეებად მეუფე დიმიტრი და […]
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ავრცელებს. დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, დაკავებულია გიორგი ზარანდია, ქალაქ ზუგდიდის მცხოვრები. „გალის რაიონის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმეზე. ტარდება საჭირო საგამოძიებო ღონისძიებები“, – ნათქვამია განცხადებაში.










