კატეგორია: სამართალი

“ბლექსი არენასთან” პოლიციამ 2 მამაკაცი მიკროავტობუსიდან გინებით და ცემით გადმოათრია და დააკავა”

“გურიის მოამბის” ინფორმაციით, 15 მარტს, საღამოს 21 საათისთვის, ოზურგეთისა და წყალწმინდის პოლიციამ სამგზავრო მიკროავტობუსიდან ორი საშუალო ასაკის მამაკაცი გადმოიყვანა და დააკავა. როგორც ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით სამართალდამცავებმა თბილისიდან ქობულეთისკენ მიმავალი მიკროავტობუსი “ბლექსი არენასთან” გააჩერეს, ორი შუა ხნის მამაკაცი გინებითა და ცემით გადმოიყვანეს, ასფალტზე დააგდეს, დაადეს ხელბორკილები და წაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, ორივე მამაკაცი ნარკოდანაშაულისთვის არის დაკავებული და […]

სპეცოპერაცია თბილისში – დააკავეს არმაიზ გრიგორიანი და მისი ძმა, რომლებსაც 10.000 დოლარის გამოძალვას აბრალებენ

15 მარტს თბილისში სპეცოპერაცია ჩატარდა – სამართალდამცავებმა ისანსა და აეროპორტის გზატკეცილზე ორი პირი დააკავეს. „კურიერის“ ინფორმაციით, დაკავებულია ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, არმაიზ გრიგორიანი, იგივე „მაისა“ და მისი ძმა. „კურიერის“ ინფორმაციით, არმაიზ გრიგორიანის ძმა სამართალდამცავებმა აეროპორტის გზაზე დააკავეს. გამოძიება დაკავებულებს, სავარაუდოდ, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობას და ასევე, თანხის გამოძალვას ედავება. ერთ-ერთი ვერსიით, დაკავებულები ერთ-ერთ პირს 10 ათას დოლარს სძალავდნენ. არმაიზ გრიგორიანი იგივე „მაისა“ […]

კაზრეთში 7.000 დოლარისთვის 54 წლის კაცი მოკლეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში მკვლელობა მოხდა. კონფლიქტის ნიადაგზე 54 წლის მამაკაცი 55 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული გ.გ., განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.გ.-მ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში […]

”ზურაბ ნეფარიძის სექსის კადრები პროკურატურას არ გააჩნია”- ბექა ეჟიშვილი ბრალდებებს უარყოფს

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, ვიდეომასალები, სადაც ჩანს, თუ როგორ სთხოვს ზურაბ ნეფარიძე ბიუროს ერთ-ერთ თანამშრომელს, რომ მან მიუტანოს თანხა, რომელიც თითქოს ნეფარიძეს ეკუთვნის, – ამის შესახებ პროკურორმა ბექა ეჟიშვილმა გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პროკურორმა კიდევ ერთხელ უარყო დაცვის მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პროკურატურას გააჩნია ზურაბ […]

”ზურაბ ნეფარიძეს მის კაბინეტში სექსის ამსახველი კადრებით აშანტაჟებდა პროკურატურა” – რას ამბობს ადვოკატი ედიშერ ქარჩავა

ზურაბ ნეფარიძემ დღევანდელ პროცესზე დაადასტურა, რომ ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელიც პროკურატურის ნებართვით განხორციელდა, ასახავს პირადი ცხოვრების გარემოებებს, სექსუალურ ურთიერთობებს. ამის შესახებ საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ნეფარიძის ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც სასამართლო სხდომა გაიმართა. ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა ზურაბ ნეფარიძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ პროკურატურა მას აშანტაჟებდა აღნიშნული ვიდეოჩანაწერის გავრცელებით, თუ არ აღიარებდა […]

ზაზა სარალიძემ ბორის კაკუბავას განცხადების გამო პროკურატურას მიმართა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დროს მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავე მხოლოდ ერთი მოზარდი არაა და სასტიკი მკვლელობა რამდენიმე ცივი იარაღითაა ჩადენილი. ზაზა სარალიძემ „ნიუპოსტს“ უყვება, რომ მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ინიციატორები არც დავით სარალიძე და არც ლევან დადუნაშვილი არ ყოფილან. სარალიძის მამამ დღეს […]

21 წლის გოგონა სუს-ის თანამშრომლის შვილის გასროლას შეეწირა – გლდანის ტრაგედიის ახალი დეტალები

გლდანში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით მეზობლები გარკვეულ დეტალებს ყვებიან. მათი ინფორმაციით, პირი, რომლის იარაღიც მის არასრულწლოვან შვილს გაუვარდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს, რასაც სუს-შიც ადასტურებენ. მეზობლების ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს 6 შვილი ჰყავს. შემთხვევის თვითმხილველები ამბობენ, რომ იარაღი ერთ-ერთ არასრულწლოვან შვილს ეჭირა, მეორე კი მის წართმევას ცდილობდა, როდესაც გასროლა მოხდა. შემთხვევითმა ტყვიამ 21 წლის […]

ზურაბ ნეფარიძემ ციხეში თავის მოკვლა სცადა

საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ნეფარიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა. ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მაღალჩინოსანის ადვოკატი ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ მომხდარზე გამოძიება პროკურატურამ უკვე დაიწყო. – ზურაბ ნეფარიძე სასოწარკვეთამდე მივიდა. მას გუშინ ჰქონდა სუიციდის მცდელობა. საქმე გადაიგზავნა პროკურატურაშიც, ხოლო ზურაბ ნეფარიძე ჩასვეს სპეციალურ პროგრამაში. როდესაც გამოვკითხეთ ფსიქოლოგები, მათ თქვეს, რომ მართალია ნეფარიძე კონტაქტური და ადეკვატურია, მაგრამ […]

გლდანში არასრულწლოვანებმა ორი ავტომობილის მოპარვა სცადეს

შინაგან სამეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მხილებულია ის ორი არასრულწლოვანი, რომელებმაც გლდანის მე-5 მიკრორაიონში, ორი მსუბუქი ავტომობილის მოპარვა სცადეს. ერთ-ერთი ავტომობილის მფლობელი ამბობს, რომ დაინახა, როგორც ცდილობდნენ უცნობი პირები მისი ავტომობილის მეორე ავტომობილისთვის მიბმას და კორპუსიდან გაყვანას. გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.

გლდანში მოზარდმა 26 წლის ქალი მოკლა

გლდანში მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გასროლა მაშინ მოხდა, როცა მოზარდი მამის კუთვნილ იარაღს ათამაშებდა. დაღუპული 26 წლის გოგოა, რომელიც აღნიშნული ოჯახის მეზობლად ცხოვრობდა და მათთან სტუმრად იმყოფებოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. შემთხვევა ორი […]