გერმანიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

გერმანიაში, ქალაქ პადერბორნში ქურდობის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულები კარგად შემუშავებული სქემით მუშაობდნენ, რომლის მიხედვითაც 2 მათგანი სუპერმარკეტებში ქურდობდა. ქურდობის შემდეგ კი ისინი ტერიტორიას ავტომანქანით ტოვებდნენ, რომელშიც მათ მესამე ეჭვმიტანილი ელოდებოდათ.

ქართველების დაკავება გერმანიაში ქურდობის მორიგი მცდელობის დროს მოხდა.