თბილისში, დიდ დიღომში, 27 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი მეგობრებმა რამდენიმე დღის წინ გაქირავებულ ბინაში აღმოაჩინეს.
ადგილობრივების თქმით, მეგობრებმა საცხოვრებელი სახლის კარი მას შემდეგ შეამტვრიეს, რაც ხანგრძლივი მცდელობის მიუხედავად, მეგობარი მათ ზარებს არ პასუხობდა.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
პირველი

