ბრალდებული მანქანაში 5.422 კოლოფ უაქციზო სიგარეტს ინახავდა

ბრალდებული მანქანაში 5.422 კოლოფ უაქციზო სიგარეტს ინახავდასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტი გამოავლინეს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში 5.422 კოლოფ უაქციზო სიგარეტს ინახავდა.

„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია აღნიშნული უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 24.389,60 ლარს შეადგენს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.