მუხიანში სახლის ეზოში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მუხიანში სახლის ეზოში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვესმუხიანში ახალგაზრდა კაცის  ცხედარი იპოვეს – გამოძიებამ უნდა დაადგინოს უბედურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე თვითმკვლელობასთან.

“ტვ პირველის” კორესპოდენტის ცნობით, გომბრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებმა 35  წლის მამაკაცის ცხედარი დღეს დილით, ეზოში იპოვეს და პოლიცია გამოიძახეს. გარდაცვლილი ამავე ბინაში ცხოვრობდა.

ცნობილია, რომ გარდაცვლილი “ვაგზლის მოედანზე” მცირე ბიზნესის მფლობელი იყო. მეზობლები ამბობენ, რომ მას სუიციდის არანაირი მოტივი არ ჰქონდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ 35 წლის კაცი ბოლო დღეების განმავლობაში სახლში არ იმყოფებოდა, მან თანამშრომლებს უთხრა, რომ რეგიონში მიდიოდა და ოჯახმა ბოლო ცნობები მის შესახებ დღეს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე შეიტყო.