ფოთში საკანალიზაციოში ნაპოვნი ბავშვის დედა დააკავეს

ფოთში საკანალიზაციოში ნაპოვნი ბავშვის დედა დააკავესფოთში, საკანალიზაციო მილში ნაპოვნი ახალშობილის დედა სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ბავშვის დედა დააკავეს, თუმცა, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.

ცნობისთვის, ახალშობილის ცხედარი დევნილთა დასახლებაში მას შემდეგ ნახეს, რაც მილი გაიჭედა და ადგილობრივებმა დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს.